სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, რეკორდები და ა.შ.

მანუელ ნოიერი ბუნდესლიგის რეკორდსმენი გახდა. ბაიერნის კაპიტნის აქტივში უკვე 197 "მშრალი" მატჩი დაგროვდა. მან ლეგენდარულ ოლივერ კანს გადაუსწრო, რომელსაც ერთით ნაკლები აქვს.

მიმდინარე ჩემპიონატში რობერტ ლევანდოვსკის უკვე 23 გატანილი ბურთი აქვს. 18 ტურის შემდეგ არც ერთ ფეხბურთელს ამ შედეგისთვის ჯერ არ მიუღწევია. ასევე ლევანდოვსკი პირველი ფეხბურთელია, რომელმაც ზედიზედ 8 გასვლით მატჩში მინიმუმ ერთი გოლი მიითვალა. პოლონელი შალკეს კარები ზედიზედ მე-11 შეხვედრაში დალაშქრა, რაც ბაიერნის ისტორიაში საუკეთესო შედეგია.

ბუნდესლიგაში ბაიერნმა უკვე 53 ბურთი შეაგდო. 18 ტურის შემდეგ ჯერ არც ერთ გუნდს ესეთი მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია.

კვირას საღამოს შალკესთან შეხვედრაში კიმიხმა 3 შედეგიანი გადაცემა მიითვალა. ამ მაჩვენებლით იოზუა მიულერს დაეწია. ორივე 9-9 ასისტი აქვთ. წინა ჩემპიონატში კიმიხმა 7 გადაცემა შეასრულა.

შალკესთან მატჩში ლეონ გორეცკამ გამარჯვების გარდა იუბილეც იზეიმა. ბაიერნის მაისურში ნახევარმცველმა 100-ე მატჩი ჩაატარა.

შალკესთან გამარჯვების შემდეგ, ბაიერნის უპირატესობა ლაიპციგთან 7 ქულამდე გაიზარდა. წარსულში მიუნხენელები ესეთი უპირატესობის მოპოვების შემდეგ ყოველთვის ჩემპიონები ხდებოდნენ.

მეექვსე წელი ზედიზედ რეკორდმაისტერი ჩემპიონატის მეორე წრეს გამარჯვებით იწყებს. კლუბის ისტორიაში ეს საუკეთესო შედეგია.

შალკესთან მატჩში შესრულებული დუბლის შემდეგ, მიულერს უკვე 9 გოლი დაუგროვდა. წინა ჩემპიონატში თომასს მხოლოდ 8 ბურთი ჰქონდა გატანილი.


25-01-2021