სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კოვაჩის წინა სამატჩო კომენტარები

"ჰერტასთან განსხვავებული მატჩი მელოდება. სახლში ვბრუნდები. ბერლინში ნათესავები და მეგობრები მყავს. თამაშის შემდეგ 1-2 შეხვედრა მექნება".

"აუგსბურგთან შეხვედრის შედეგს უკვე ვერ შევცვლით. სრული კონცენტრაცია ჰერტაზე გვაქვს გადატანილი".

"ლეონ გორეცკას ტერფი აქვს გასიებული. მატჩს გამოტოვებს".

"სათამაშო დისციპლინა ჰერტას უმაღლეს დონეზე აქვს აყვანილი. საშინაო შეხვედრების მოგებას ცდილობენ. ბერლინის ოლიმპიაშტადიონზე რთული მატჩის ჩატარება გველის. წარმატების მისაღწევად 100%-ით დახარჯვა გვმართებს".

"ულრაიხს სრულიად ვენდობი. ჩემთვის ცნობილია, რომ გუნდისთვის დახმარების გაწევა ნებისმიერ მომენტში შეუძლია. მაგრამ ახლა ამის გაკეთების აზრზს ვერ ვხედავ. ნოიერი ჯანმრთელია და წინა სეზონში მას ტრავმის გამო ხანგრძლივი შესვენება ჰქონდა".

"ბოატენგი გუნდთან ერთად ბერლინში გაემგზავრება".

"მინდორზე მიულერი მშვენივრად მუშაობს. დაცვას ეხმარება, შეტევებს იწყებს, დასკვნით სტადიაზეც აქტიურია. ყველგან ასწრებს. გუნდისთვის ბევრი სარგებელი მოაქვს".


27-09-2018