სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა აუტსაიდერი დაჩაგრა

პირველი დარტყმა კარების ჩარჩოში შალკემ განახორციელა, მაგრამ ნოიერი ბურთს უპრობლემოდ დაეუფლა. საშუალო დისტანციიდან რიგრიგობით ზანემ და გნაბრიმ გაისროლეს, მაგრამ ორივე დარტყმა კარებს ასცდა. პირველი რეალური მომენტი ლევანდოვსკის ჰქონდა. მე-7 წუთზე პოლონელის თაურის დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ზემოდან გადააფრინდა. პირველ 10 წუთში გუნდებმა მომენტი მომენტზე შექმნეს, მაგრამ ანგარიში არ გახსნილა. მშვენიერი მომენტი უტს ჰქონდა, მაგრამ ნოიერმა ბაიერნი აშკარა გოლისგან გადაარჩინა. საჯარიმოში გორეცკა წააქციეს, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა არ გარისკა. 23-ე წუთზე საჯარიმოს ხაზთან ზანე წააქციეს, ლევანდოვსკის დარტყმა და გნაბრის დამატება მეკარემ მოიგერია. ორიოდე წუთში შალკეს კიპერი ზულეს დარტყმასაც გაუმკლავდა. გნაბრის თაური, მაგრამ არაზუსტად. საშუალო დისტანციიდან კიმიხმა დაარტყა, მეკარემ ბურთი ისევ მოიგერია. 34-ე წუთზე კიმიხის ჩაწოდების შემდეგ თომას მიულერმა თაური დარტყმის შალკეს კარები დალაშქრა, 0:1! 43-ე წუთზე გნაბრიმ მეორე ბურთი შეაგდო, რომელიც ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა, რადგანაც ზანე თამაშგარეშის სიტუაციაში აღმოჩნდა. შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარი გნაბრის გარღვევით და არაზუსტი დარტყმით დაიწყო. 55-ე წუთზე კიმიხის მშვენიერი გადაცემის შემდეგ ლევანდოვსკიმ ანგარიში 0:2-მდე გაზარდა. პოლონელმა ჩემპიონატში უკვე 23 გოლი მიითვალა. 72-ე წუთზე ლევანდოვსკის დუბლის შესრულების შესაძლებლობა ჰქონდა, მაგრამ კარებს ოდნავ ააცილა. 10 წუთში კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გორეცკამ ბურთი კინაღამ კარებში შეიტანა, მაგრამ მცველმა იყოჩაღა, ხაზიდან მოიშორა. მუსიალამ ლამაზი დრიბლინგი აჩვენა, მაგრამ 17 წლის ფეხბურთელის დარტყმა ფერმანმა მოიგერია. მატჩის მიწურულს საშუალო დისტანციიდან კომანმა გაისროლა, მაგრამ მეკარემ ისევ იყოჩაღა. 89-ე წუთზე კიმიხის მიერ ჩამოწოდებული კუთხურის შემდეგ მიულერმა თაური დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 0:3! კიმიხმა მესამე ასისტი, მიულერმა კი დუბლი მიითვალეს! ერთ წუთში ალაბამ შორეული დარტყმით ანგარიში 0:4-მდე გაზარდა! ბაიერნი ლაიპციგს უკვე 7 ქულით უსწრებს. ნოიერმა 170-ე "მშრალი" მატჩი ჩაატარა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია!


24-01-2021