სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გროსი: შეცდომები მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ

"ახალი მატჩი, ახალი დრამაა, რომელშიც ყველაფერი შესაძლებელია. ფეხბურთს მიმზიდველს ზუსტად ეს ხდის. მნიშვნელოვანია, რომ შეცდომების დაშვება მინიმუმამდე დავიყვანოთ. კიოლნთან შეხვედრაში შეცდომების გამო ორი ბურთი მივიღეთ. უნდა ვაჩვენოთ, რომ გუნდურად საკუთარი კარების დაცვა შეგვიძლია. წინა ხაზში მომენტების რეალიზაცია გვმართებს", განაცხადა შალკეს მწვრთნელმა კრისტიან გროსმა.

საღამოს მატჩში შალკეს პასიენსია და ზანე ვერ დაეხმარებიან. სავარაუდოდ, გუნდს კოლაშინაცი, ჰუნტელაარი და შოპფი დაუბრუნდებიან. შეგახსენებთ, რომ 17 ტურის შემდეგ შალკე ბოლო ადგილზე იმყოფება.


24-01-2021