სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბუნდესლიგაში ბაიერნი შალკესთან უკვე 20 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება (17 გამარჯვება და 3 ფრე). მიუნხენელებს უფრო გრძელი სერია მხოლოდ ბრემენის წინააღმდეგ აქვთ - 24 მატჩი.

ბაიერნმა მეორე წრის სასტარტო ტურში უკანასკნელად 2014/15 წწ. სეზონში დამარცხდა (ვოლფსბურგთან, 1:4). ამის შემდეგ რეკორდმაისტერმა მხოლოდ გამარჯვებები მოიპოვა. გუნდის წაუგებელი სერია მეორე წრეში უკვე 34 მატჩს შეიცავს (29 მოგება და 5 ფრე).

რობერტ ლევანდოვსკი შალკეს ბურთს უკვე 10 მატჩის განმავლობაში უტანს. ამავდროულად პოლონელი ზედიზედ 7 გასვლით შეხვედრაში მინიმუმ ერთ ბურთს იტანს, რაც ბუნდესლიგის რეკორდის გამეორებაა.

უკანასკნელად რეკორდმაისტერი გუნდთან, რომელიც ბოლო ადგილზე იმყოფება, 2008 წლის მარტში დამარცხდა (0:2, კოტბუსთან). იმ შეხვედრის შემდეგ ბოლოადგილოსან გუნდების წინააღმდეგ 23 მატჩიან წაუგებელი სერია დაუგროვდა (20 გამარჯვება და 3 ფრე).

წინა ტურში მანუელ ნოიერმა 196-ე "მშრალი" მატჩი ჩაატარა და ამ მაჩვენებლით ოლივერ კანს დაეწია. აღსანიშნავია, რომ კაპიტანი ყოფილ კლუბთან ჯერ არ დამარცხებულა (15 მოგება და 3 ფრე). ასევე ნოიერმა შალკეს წინააღმდეგ 11 "მშრალი" მატჩი ჩაატარა.

ზანე შალკეს წინააღმდეგ მატჩებს მშვენივრად ატარებს. ლეროიმ პირველი წრის შეხვედრაში გოლი მიითვალა და 2 ასისტი შეასრულა. ზანეს შალკეს წინააღმდეგ 3 ჩატარებულ შეხვედრაში გოლი + პასის სისტემით 8 ქულა აქვს დაგროვებული (3 გოლი და 5 გადაცემა).

შალკეს ახალგაზრდა ფეხბურთელს მეტიუ ჰოპეს ბუნდესლიგის 7 ტურში 5 ბურთი აქვს გატანილი, ყველა ეს გოლი მან 2021 წელს მიითვალა. მიმდინარე წელს იგივე სიხშირით ბურთებს მხოლოდ ლევანდოვსკი იტანს.


23-01-2021