სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: დომინირება 90 წუთის განმავლობაში გვსურს

"39 ქულით პირველ ადგილზე ვიმყოფებით. ორი მარცხის შემდეგ წარმატებების გზაზე დაბრუნება მნიშვნელოვანი იყო. საბოლოოდ მიღწეული შედეგი ყველაზე მნიშვნელოვანია. დანარჩენ დეტალებს განვიხილავთ, იმისთვის რომ შემდგომში უკეთ ვითამაშოთ. 90 წუთის განმავლობაში დომინირება გვსურს, როგორც ეს პირველ ტაიმში შევძელით. პირველ ტაიმში მატჩის ბედი საბოლოოდ უნდა გადაგვეწყვეტა. ამ შემთხვევაში შეხვედრა სხვაგვარად გაგრძელდებოდა. შესვენების შემდეგ უამრავ შეცდომებს ვუშვებდით და პირველ ტაიმში ნაჩვენები თამაში ვერ გავიმეორეთ. ჩვენი მიზანი მწვერვალზე დარჩენას ისახავს. შალკესთან მატჩში მომატება გვმართებს", განაცხადა ჰანზი ფლიქმა.


21-01-2021