სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდმაისტერმა დერბი მოიგო

დერბი ნელ ტემპში და პოზიციურ ბრძოლაში დაიწყო, მაგრამ მე-5 წუთზე ლევანდოვსკის მომენტი ჰქონდა. პოლონელს ძლიერი დარტყმა არ გამოუვიდა, მეკარემ ბურთი უპრობლემოდ დაიჭირა. საჯარიმოში რანი ხედირამ ლეონ გორეცკას ხელი სახეში მოარტყა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა არ გარისკა. ბაიერნმა რამდენიმე კუთხური ჩააწოდა, მაგრამ ამით ნაკლებად იხეირა. მე-13 წუთზე საჯარიმოში ერნანდეზს ფეხში ჩაარტყეს. მსაჯმა პენალტი დანიშნა, რომელიც ლევანდოვსკიმ ცივსისხლიანად გამოიყენა, 0:1! 23-ე წუთზე გნაბრიმ გაისროლა, მეკარემ მიულერზე მოიგერია, მაგრამ თომასმა ბურთი კარებს ვერ გაარტყა. თითქმის ეგრევე დუბლის შესრულების შანსი ლევანდოვსკის მიეცა, მაგრამ პოლონელმა კარებს ზემოდან გადააცილა. გნაბრის დარტყმა საშუალო დისტანციიდან მეკარემ მოიგერია. ტაიმის მიწურულს ლევანდოვსკიმ მახვილი კუთხიდან ბურთი ძელს გაარტყა. კომანის თაური დარტყმა კარებს ზემოდან ასცდა. შესვენებაზე რეკორდმაისტერი მინიმალური უპირატესობით გავიდა.

მეორე ნახევარი აუგსბურგმა მძლავრად დაიწყო. მაგრამ მიუნხენელებმა მეტოქის ზეწოლა ტემპის დაგდების ხარჯზე მინიმუმამდე მიიყვანეს. 66-ე წუთზე ლევანდოვსკიმ გნაბრის გადაცემის შემდეგ ბურთი ვერ მოირგო, არადა პოლონელი კარგ სიტუაციაში იმყოფებოდა. თითქმის ეგრევე რობერტი შეცვალეს, მის ნაცვლად ზანე გამოვიდა. 75-ე საჯარიმოში პავარმა ხელით ითამაშა. მსაჯმა პენალტი დანიშნა, მაგრამ ფინბოგასონმა ბურთი ძელს გაარტყა. 85-ე წუთზე კომიკური ეპიზოდი მოხდა, კიმიხი ბურთზე მიდიოდა, მაგრამ მას გზა მსაჯმა ჩაუკეტა და ნახევარმცველი მინდორზე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, არბიტრმა თამაში არ გააჩერა. საბედნიეროდ, აუგსბურგმა ამ სიტუაციიდან სარგებელი ვერ გამოიღო. მატჩის მიწურულს მიულერმა ბურთი გაიტანა, მაგრამ მანამდე მეკარეზე წესები დაარღვია, მსაჯმა გოლი არ ჩათვალა. რეკორდმაისტერმა დერბი მოიგო. ლაიპციგთან 4-ქულიანი უპირატესობა შენარჩუნდა. კვირას საღამოს მიუნხენელები გასვლაზე შალკეს შეხვდებიან.


21-01-2021