სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა ჩემპიონატის პირველი წრე 24-ედ მოიგო და შემდეგ 20-ჯერ ვერცხლის სინი მოიპოვა.

ბუნდესლიგის ფარგლებში ბაიერნმა აუგსბურგს უკანასკნელი 18 მატჩიდან 14 მოუგო (78%). უკეთესი სტატისტიკა რეკორდმაისტერს მხოლოდ ვოლფსბურგის წინააღმდეგ დაუგროვდა (79%). ბაიერნის წაუგებელი სერია აუგსბურგის წინააღმდეგ უკვე 10 მატჩს შეიცავს (8 გამარჯვება და 2 ფრე).

რეკორდმაისტერი მინიმუმ ერთ ბურთს უკვე 29 შეხვედრის განმავლობაში იტანს. 16 ტურის შემდეგ ჩემპიონს აქტივში უკვე 48 გოლი აქვს, რაც უკანასკნელი 44 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. უფრო მეტი გატანილი ბურთი მიუნხენელებს მხოლოდ 1977/78 წწ. ჰქონდათ, 16 ტურში - 50 გოლი.

საკუთარ კედლებში აუგსბურგი წარუმატებლად გამოდის. ბოლო 5 მატჩში გუნდი გამარჯვების გარეშე რჩება (2 ფრე და 3 მარცხი). მიმდინარე ჩემპიონატის საშინაო 8 შეხვედრაში აუგსბურგმა მხოლოდ 8 ქულა დააგროვა.

ოთხშაბათს აუგსბურგს ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი ლევანდოვსკი (21 გოლი) და საუკეთესო ასისტენტი მიულერი (9 გადაცემა) დაუპირისპირდებიან. პოლონელმა აუგსბურგის წინააღმდეგ გამართულ 15 შეხვედრაში 19 ბურთი შეაგდო, მიულერმა 16 დუელში - 8 გოლი მიითვალა.


19-01-2021