სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ფრაიბურგთან წინააღმდეგ შეხვედრაში ნაბიჯი სწორი მიმართულებით გადავდგით. 55 წლის ასაკშიც სწავლის გაგრძელება შეიძლება. აზრების გაცვლა მნიშვნელოვანია. ამავდროულად, საკუთარ გუნდს ძალიან ვენდობი. ფრაიბურგის წინააღმდეგ მაღალი ინტენსიურობით და სწორი განწყობით ითამაშეს. რა თქმა უნდა, ახლა სიმსუბუქე გვაქლია, მაგრამ მომენტებს მაინც ვქმნით. დაცვის ხაზშიც უკეთ გამოვიყურებოდით".

"სერჟ გნაბრი ვარჯიშს დაუბრუნდა. კარგად გამოიყურებოდა. მაგრამ მის თაობაზე გადაწყვეტილებას ოთხშაბათს მივიღებთ. ტანგის გარდა, ყველა ფეხბურთელი მწყობრშია".

"კოსტამ ბევრი იშრომა. მაგრამ გუნდში ახლა ძალიან დიდი კონკურენციაა. ყველამ ეს სიტუაცია უნდა მიიღოს. სამწვრთნელო შტაბს საკუთარი კონდიციები ყოველდღიურად უნდა დაუმტკიცოს".

"ალაბასგან მისი მომავლის შესახებ ჯერ არაფერი გამიგია. კონცენტრირებულია და ფრაიბურგთან მატჩში კარგი თამაში აჩვენა. მაგრამ ცვლილებები მომდევნო განვითარებისთვის ხანდახან საჭიროა. ახლა მხოლოდ ლოდინი დაგვრჩა. კლუბმა და მე ამ თემის შესახებ კონკრეტული აზრი გამოვთქვით. რა თქმა უნდა, ალაბა ჩვენთვის მნიშვნელოვანია და ეს არა მხოლოდ მინდორს ეხება. მაგრამ გზა სად მიგვიყვანს ჩვენთვის ჯერ უცნობია. აქედან გამომდინარე, ახლა ამ თემაზე აღარ ვფიქრობ".

"გუნდი ძალიან დიდი დატვირთვების ქვეშ იმყოფება. უკანასკნელ მატჩებში საკუთარ საუკეთესო თამაშს ვერ ვაჩვენებთ. მაგრამ ფეხბურთელები რობოტები არ არიან, ისინი ადამიანები არიან. 2013 წლიდან დაწყებული გუნდი ყოველ წელს ჩემპიონი ხდებოდა და ასევე რამოდენიმეჯერ დუბლიც მოიპოვა. 2020 წელს ტრიპლეტის შესრულება გამოგვივიდა. გუნდში არიან ფეხბურთელები, რომლებმაც ეს გრძელი გზა გაიარეს და ყოველდღიურად მოტივაციის შენარჩუნებას ახერხებენ. კლასში დიდ ვარდნას ვერ ვხედავ. შესაძლებელია, რომ ეს ორი მარცხი გამოსაფხილებლად საჭირო აღმოჩნდა. წარმატებების გზას სწრაფად უნდა დავუბრუნდეთ. ერთი მატჩი ამისთვის საკმარისი არ არის. იმედი მაქვს, რომ აუგსბურგში იგივე დონის თამაშს ვაჩვენებთ, რაც ფრაიბურგთან შეხვედრაში გამოგვივიდა".


19-01-2021