სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ პირველი წრის რეკორდი დაამყარა

ბაიერნი პირველი წრის ჩემპიონი 24-ედ გახდა. ამ წარმატებაში დიდი წვლილი პირველი წრის და ბუნდესლიგის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ბომბარდირმა რობერტ ლევანდოვსკიმ შეიტანა. თავისი გოლი პოლონელმა ფრაიბურგთან მატჩშიც შეაგდო, რომელიც მიმდინარე ჩემპიონატში უკვე რიგით 21-ე გახდა. გასულ წლებში არც ერთ ფეხბურთელს ამ მაჩვენებლისთვის არ მიუღწევია.

"წარმოუდგენელი სტატისტიკა აქვს", აღნიშნა ლეონ გორეცკამ. თავდასხმელი ჰანზი ფლიქმაც შეაქო: "გასულ და მიმდინარე სეზონებში მშვენიერ ფეხბურთს დემონსტრირებს. რობერტი შეტევის მწვერვალზე ბურთების გასატანად იმყოფება. შესაბამისად, მოხარულები ვართ იმით, რომ ბაიერნის ღირსებას იცავს".

ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გააუმჯობესა. 1968/69 წწ. ჩემპიონატში ლეგენდარულმა თავდასხმელმა პირველ წრეში 20 ბურთი გაიტანა. მისი მაჩვენებილი ათწლეულების განმავლობაში მიუღწეველი იყო. და აი! 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელმა გერდ მიულერის რეკორდი დაამხო. იმ შემთხვევაში თუ პოლონელი ესეთ შედეგიანობას განაგრძობს, მაშინ 1971/72 წწ. გერდ მიულერის რეკორდს გააუმჯობესებს. ლეგერდარულს თავდასხმელს ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 40 გოლი დაუგროვდა.

"ყოველთვის ვთვლიდი, რომ გერდ მიულერის რეკორდი მიუღწეველი იქნება. ვფიქრობ, რომ ზუსტად რობერტ ლევანდოვსკის ამ რეკორდის დამხობა შეუძლია", განაცხადა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.

უკანასკნელ 6 შეხვედრაში პოლონელმა თავდასხმელმა გოლ+პასის სისტემით 10 ქულა დააგროვა (9 გოლი და ერთი ასისტი). თავისი შედეგიანობით ლევანდოვსკიმ გუნდს პირველ ადგილზე გამაგრებაში დაეხმარა.

"ახლა მშვენიერ კონდიციებში იმყოფება", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა. "მისი გოლების ხილვა ორმაგად მიხარია", თქვა ლეონ გორეცკამ.


18-01-2021