სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა 3 ქულა მოიპოვა!

მატჩი ბაიერნმა ძალიან მძლავრად დაიწყო. შეტევა შეტევაზე მოაწყო. ლევანდოვსკის დარტყმის შემდეგ მცველს ბურთი ხელზე მოხვდა. VAR-ის შემდეგ მსაჯმა პენალტის დანიშვნა არ გაბედა. მაგრამ ორიოდე წუთში სამსვლიანი ლამაზი შეტევის შემდეგ პოლონელმა ანგარიში გახსნა, 1:0! მე-18 წუთზე კარგი მომენტი ფრაიბურგმა შექმნა, მაგრამ ხელსაყრელი პოზიციიდან სალაიმ კარებს ააცილა. საშუალო დისტანციიდან გნაბრიმ გაისროლა, მეკარებ ბურთი კუთხურზე მოიგერია. პირველი ტაიმის შუაში გნაბრიმ კუნთი გაიჭიმა. მის ნაცვლად მოედანზე ზანე გამოჩნდა. ლეროის პირველივე შეხებით ბურთის გატანა შეეძლო, მაგრამ ოდნავ ააცილა. ტაიმის მიწურულს გორეცკას ანგარიში უნდა გაეზარდა, მაგრამ ბურთი კარებს ვერ გაარტყა. შესვენებაზე ბაიერნი ერთგოლიანი უპირატესობით გავიდა, 1:0.

59-ე წუთზე ლევანდოვსკის დარტყმის შემდეგ ბურთი ხარიხას მოხვდა. მიულერმა დაამატა, მაგრამ მეკარემ ბურთი ხაზიდან კუთხურზე მოიშორა. ოთხ წუთში ფრაიბურგმა ანგარიშის გათანაბრება შეძლო, 1:1... გოლი ყოფილმა ბაიერნელმა პეტერზენმა მიითვალა. კიმიხის მიერ ვარდნაში დარტყმული ბურთი მეკარემ მოგერიება მოახერხა. 75-ე წუთზე თომას მიულერმა მეტოქის კარები დალაშქრა, 2:1! მას გადაცემა ზანემ გაუკეთა. მომენტი ლევანდოვსკის ჰქონდა, მაგრამ მეკარემ ისევ იყოჩაღა. ბოლო წუთებზე ინტენსიური ბრძოლა გაჩაღდა. ლამაზი დრიბლინგის შემდეგ ბურთის გატანის შანსი ზანეს ჰქონდა, მაგრამ მეკარე გაუვალი აღმოჩნდა. კომპენსირებულ დროში ფრაიბურგმა ბურთი ხარიხას გაარტყა. მატჩის ბოლომდე ანგარიში არ შეცვლილა. ბაიერნმა რთული გამარჯვება მოიპოვა და ლაიპციგს უკვე 4 ქულით გაუსწრო. ოთხშაბათს გასვლაზე რეკორდმაისტერი ბავარიულ დერბის აუგსბურგის წინააღმდეგ გამართავს.


17-01-2021