სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი ფრაიბურგთან ბუნდესლიგის უკვე 20 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება. საერთო ჯამში მიუნხენიდან შტრაიჰის შეგირდებმა მხოლოდ 3 ქულის წაღება შეძლეს (3 ფრე). ბაიერნმა უკანასკნელი 16 მატჩიდან ფრაიბურგის წინააღმდეგ 15 მოიგო (2018 წლის 3 ნოემბერს, 1:1).

სტატისტიკაც მიუნხენელების დიდ უპირატესობაზე მეტყველებს. უკანასკნელი 34 მატჩიდან რეკორდმაისტერი ფრაიბურგთან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა (26 გამარჯვება და 7 ფრე).

ჩემპიონატის სათავეში 33 ქულით ბაიერნი დგას. მაგრამ უკანასკნელ 5 ტურს თუ დავხედავთ ფრაიბურგს უკეთესი მაჩვენებელი აქვს. გუნდმა ზედიზედ 5 გამარჯვება მოიპოვა.

საკუთარ კედლებში რეკორდმაისტერი 2019 წლის დეკემბრიდან არ მარცხდება (ლევერკუზენი, 1:2). 17 უკანასკნელი მატჩიდან ბაიერნმა 13 მოიგო (4 ფრე).

15 ტურის შემდეგ მიუნხენელებმა უკვე 46 ბურთი შეაგდეს, რაც უკანასკნელი 40 წლის განმავლობაში საუკეთესო მაჩვენებელია. ბაიერნი ბუნდესლიგის 28 შეხვედრის განმავლობაში მინიმუმ ერთ ბურთს იტანს, რაც ყველაზე ხანგრძლივი სერიაა. ფრაიბურგი უკანასკნელ 6 მატჩში მინიმუმ ორ ბურთს იტანს.

ფრაიბურგმა 22 მატჩში ჩემპიონატის ლიდერის წინააღმდეგ არც ერთი გამარჯვება არ მოიპოვა (უკანასკნელ 13-ში დამარცხდა).

16 შეხვედრაში ფრაიბურგის წინააღმდეგ რობერტ ლევანდოვსკიმ 17 ბურთი შეაგდო. FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელმა მიმდინარე ჩემპიონატის 15 შეხვედრაში 20 გოლი მიითვალა. წარსულში იდენტური მაჩვენებელი მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს ჰქონდა (1968/69 წწ.).


17-01-2021