სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი თასიდან გამოვარდა...

პირველი მომენტი ბაიერნმა მერვე წუთზე შექმნა, მაგრამ შეტევა გოლით არ დასრულებულა. მიუნხენელებმა ბურთი მე-14 წუთზე შეაგდეს. მიულერის თაური დარტყმა მეკარემ მოიგერია, დამატებაზე გნაბრიმ იყოჩაღა, მაგრამ სავარაუდოდ სერჟმა გოლი ოფსაიდიდან შეაგდო, 0:1.

გოლის შემდეგ ბაიერნს მომენტები კიდევ ჰქონდა. მიულერმა და გნაბრიმ შანსები ვერ გამოიყენეს. ვერ გაიტან, გაგიტანენ შენ. ამ საფეხბურთო წესმა მშვენივრად იმუშავა. ნოიერთან ერთი ერთზე ბარტელსი გაიყვანეს, და ყოფილმა ბრემენელმა ანგარიში გაათანაბრა, 1:1. კილმა კიდევ ერთი ბურთი გაიტანა, რომელიც ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ზანეს ულამაზესი გოლით დაიწყო, რომელიც ლეროიმ სტანდარტული მდგომარეობიდან შეაგდო. მეკარე უძლური იყო, 1:2! კილს ანგარიშის გათანაბრება თითქმის ეგრევე შეეძლო, მაგრამ თავდასხმელმა ხელსაყრელი პოზიციიდან ბურთი კარებს ვერ გაარტყა. ტაიმის კომპენსირებულ დროში კილმა ანგარიში გაათანაბრა, 2:2... დამატებითი დრო დაინიშნა.

დამატებით დროში უდიდესი უპირატესობის მიუხედავად რეკორდმაისტერმა მეტოქის კარები ვერ დალაშქრა. კილი ორჯერ მეკარემ გადაარჩინა. პენალტების სერიის დრო დადგა, რომელშიც კილი უფრო ზუსტი აღმოჩნდა. ბაიერნის რიგებში პენალტი როკამ გააცუდა. რეკორდმაისტერი თასს გამოემშვიდობა. ფლიქის შეგირდებს ტრიპლეტის დაცვა ვერ გამოუვიდათ...


14-01-2021