სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"თითქმის ყველა ფეხბურთელი მწყობრში იმყოფება. მაგრამ რამდენიმე მაინც მიუნხენში დარჩება. ჩუპო მოტინგს ზურგი აწუხებს, კომანს კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აქვს. რისკზე წასვლა არ გვსურს".

"ჰოლშტაინს დასაკარგი არაფერი აქვს. მათ თვალს ვადევნებ. უვე სტევერს წლების განმავლობაში ვიცნობ. გუნდი კარგად გაძლიერდა, დასახული მიზნები აქვთ. მეორე ბუნდესლიგის ცხრილის ზედა ნაწილში არიან. მომდევნო მატჩს სრული კონცენტრაციით და მეტოქის მიმართ პატივისცემით უნდა შეხვდეთ".

"ვიცოდით, რომ რთული სეზონი იქნება. გადატვირთული განრიგი ჩვენთვის სიურპრიზი არ აღმოჩნდა. იმედი მაქვს, რომ სერიოზულ ტრავმებს გადავურჩებით. მხოლოდ ამ შემთხვევაში სამივე მიზნის მისაღწევად შანსები გვექნება".

"გნაბრის ოთხშაბათს საღამოს მატჩში მონაწილეობის მიღება შეუძლია. სრული დატვირთვით ითამაშა. ვინგერი ჩვენი სათამაშო გეგმის ნაწილი იქნება".

"ლიუკა ერნანდეზი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ყოველთვის საუკეთესო თამაშის დემონსტრირება ვერ გამოსდის, მაგრამ ძალიან ცდილობს და პროგრესის მიღწევა სურს".


12-01-2021