სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ოფიციალურ შეხვედრაში ჰოლშტაინ კილი და ბაიერნი ერთმანეთს პირველად შეხვდებიან. 2003 და 2005 წწ. გუნდებმა ამხანაგური შეხვედრები გამართებს. ორივე მატჩი ბაიერნმა მოიგო: 6:2 (ელბერმა და პიზარო დუბლები შეასრულეს, შოლმა და შვაინშტაიგერმა თითო გოლი მიითვალეს) და 4:1 (პიზარო, სანტა კრუზი, ციკლერი და ავტოგოლი გავიდა).

თასის მოქმედ გამარჯვებულს 13-მატჩიანი გამარჯვებათა სერია დაუგროვდა. უფრო გრძელი სერია, რომელიც 15 შეხვედრას შეიცავდა, ისევ ბაიერნს ჰქონდა (2012-15 წწ.).

თასის მერვედფინალში ბაიერნი ზედიზედ 19 გათამაშებაში გადის. უკანასკნელად მიუნხენელებს ამის გაკეთება 2000/01 წწ. სეზონში ვერ გამოუვიდა (მარცხი მაგდებურგთან პენალტების სერიაში). ქვედა ბუნდესლიგის კლუბთან ბაიერნი ბოლოს 2003/04 წწ. დამარცხდა (ალემანიასთან, 1:2). იმის შემდეგ რეკორდმაისტერის აუტსაიდერებთან უკვე 38 მატჩის განმავლობაში არ მარცხდება.

მატჩების რთული განრიგის გამო ბაიერნის სათასო შეხვედრა იანვარზე იყო გადატანილი. აქედან გამომდინარე, მიუნხენელებისთვის მომდევნო სტადიის მეტოქე უკვე ცნობილია. ოთხშაბათს საღამოს, კილთან შეხვედრაში წარმატების მოპოვების შემთხვევაში, მომდევნო სტადიაზე ალიანც არენაზე ბაიერნი დარმშტადს უმასპინძლებს. შეხვედრა თებერვლის დასაწყისში გაიმართება.


12-01-2021