სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ორბურთიანი უპირატესობა გაანიავა

ორივე გუნდმა შეხვედრა აქტიურად დაიწყო. 20-ე წუთზე საჯარიმოში ნოიჰაუზმა ხელით ითამაშა. ლევანდოვსკიმ პენალტი ცივსისხლიანად გამოიყენა, 0:1! გაშვებული გოლის შემდეგ გლადბახმა რეკორდმაისტერის წნეხის ქვეშ მოაქცია, მაგრამ 27-ე წუთზე საშუალო დისტანციიდან გორეცკამ ზომერის კარები დალაშქრა, 0:2! გატანილი ბურთის შემდეგ ბაიერნმა ტემპი დააგდო რის გამოც 36-ე წუთზე დაისაჯა. ჰოფმანი პირისპირ გაიყვანეს და მან ნოიერს შანსი არ დაუტოვა, 1:2... საშუალო დისტანციიდან ზანემ გაისროლა, ზომერმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ტაიმის მიწურულს გლადბახმა მეორე ბურთი შეაგდო. მასპინძლები მატჩში დაბრუნდნენ, 2:2... ყველაფერი თავიდან დაიწყო. შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი გლადბახის გოლით დაიწყო. 49-ე წუთზე ნოიჰაუზი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანეს, რომელმაც მეკარესგან ზედა მარცხენა კუთხე დალაშქრა, 3:2... 58-ე წუთზე კარგი მომენტი შტინდლს ჰქონდა, მაგრამ ლარსმა იჩქარა და ბურთი კარებს ააცილა. კიმიხის დარტყმის შემდეგ ბურთი კარებს ზემოდან გადასცდა. კომანის ჩაწოდების შემდეგ ახლო დისტანციიდან ლევანდოვსკიმ თაური დარტყმით ბურთი კარებს ვერ გაარტყა. ბოლო წუთებზე მოწყობილი შტურმის მიუხედავად ბაიერნმა ანგარიში ვერ გაათანაბრა. 2021 წელს რეკორდმაისტერმა პირველი მარცხი იწვნია.


09-01-2021