სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"მაინცის წინააღმდეგ მატჩი დეტალურად განვიხილეთ. პარასკევის შეხვედრას განსხვავებული განწყობით შევხდებით. ორთაბრძოლებში აქტიურად ჩავერთვებით. მხოლოდ მანუელ ნოიერის იმედით არ უნდა ვიყოთ. შეტევის ხაზში წარმატების მიღწევა მხოლოდ ერთობლივი ძალებით არის შესაძლებელი. გლადბახს ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავს. მაღალ სიჩქარეებზე თამაშობენ".

"ახლანდელი შემადგენლობით სეზონის ბოლომდე ვითამაშებთ. ახალ ფეხბურთელებს არ მოვიყვანთ. ძალიან მაღალი დონის გუნდი გვყავს, მაგრამ სათამაშო თვალსაზრისით მოსამატებელი გვაქვს. გუნდის ყველა წევრისთვის ეს ცნობილია".


"პავარმა წინა სეზონის მეორე ნახევარი ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა. ტრავმის მიღებამდე გუნდის ერთი-ერთი სტაბილური ფეხბურთელი იყო. ძალიან კარგ პროგრესს დემონსტრირებდა. ახლა მას მთელი ფლანგის გასაკონტროლებლად კონდიციები არ ყოფნის. სამწვრთნელო შტაბისგან მაქსიმალურ თანადგომას მიიღებს. საკუთარ ჩვეულ დონეს დაიბრუნებს".

"გნაბრის ტკივილი აწუხებს. ვნახოთ, პარასკევს რა მდგომარეობაში იქნება. კომანმა სრული დატვირთვით ითამაშა, მატჩის განაცხადში აუცილებლად შევა".

"გუნდისგან კარგ თამაშს როგორც ბურთთან ასევე უბურთოდ სიტუაციაში ველი. ჩვენ ინტენსიურობა და დინამიკა დაგვჭირდება. მატჩს საკუთარი ძალების რწმენით და ენერგიული განწყობით უნდა შეხვდეთ".


07-01-2021