სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

მიმდინარე ჩემპიონატში ჰანზი ფლიქის გუნდი პარასკევს მეორე შეხვედრას გამართავს. პირველ ტურში მიუნხენელებმა შალკე გაანადგურეს (8:0). ასევე პარასკევს, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, ბაიერნმა ბარსელონასგან ქვა ქვაზე არ დატოვა - 8:2. საერთო ჯამში პარასკევს გამართულ 20 მატჩიდან მიუნხენელებმა 16 მოიგეს (3 ფრე და მარცხი).

წინა სამ ჩემპიონატში გლადბახი ბაიერნს პირველი წრის მატჩებში ამარცხებდა, მაგრამ საპასუხო შეხვედრებში მიუნხენელები მეტოქეზე ძლიერები იყვნენ. საერთო ჯამში 2014 წლის ზაფხულიდან გლადბახმა ბაიერნთან გამართულ 12 მატჩში 5 მოიგო, 2 ფრედ დაასრულა და 5-ჯერ დამარცხდა.

სრულ სტატისტიკას შემდეგი სახე აქვს: 104 შეხვედრიდან ბაიერნმა 50 მოიგო, 25 გამარჯვება გლადბახის აქტივშია. რეკორდმაისტერმა მეტოქეს რეკორდული 198 ბურთი გაუტანა.

პირველად ორი წლის განმავლობაში გლადბახმა ბურთი ზედიზედ 13 შეხვედრაში გაიტანეს. მაგრამ ბაიერნს უფრო კარგი მაჩვენებელი აქვს - ზედიზედ 27 მატჩი, რომლებშიც მიუნხენელებმა 86 გოლი მიითვალეს.

FIFA-ს საუკეთესო ფეხბურთელი რობერტ ლევანდოვსკი ზედიზედ 3 შეხვედრაში დუბლი მიითვალა. პარასკევს საღამოს იგივე შედეგის მიღწევის შემთხვევაში პოლონელი ლოთარ ემერიჰის და ტომისლავ მარიჩის მაჩვენებელს გაიმეორებს - დუბლი ზედიზედ 4 შეხვედრაში. 14 ტურის შემდეგ ლევანდოვსკის უკვე 19 გოლი დაუგროვდა. უფრო მეტი ბურთი მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს ჰქონდა (20).

მიმდინარე სეზონში გლადბახი საკუთარ მოედანზე არც ისე კარგად გამოდის. 21 ქულიდან როზეს შეგირდებმა მხოლოდ 10 მოიპოვეს. ორი მატჩის განმავლობაში გლადბახს გამარჯვება არ მოუპოვებიათ.


07-01-2021