სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

კვარტეტი ვარჯიშს დაუბრუნდა

დასასვენებლად დრო აღარ არ არის. მაინცთან შეხვედრის შემდეგ (5:2), პარასკევს ბაიერნს გასვლითი მატჩის გამართვა გლადბახის წინააღმდეგ ელის.

გუნდის საერთო ჯგუფს ერთბაშად 4 ფეხბურთელი შეუერთდა: კინგზლი კომანი, მარკ როკა, ბუნა ზარრი და იოზუა ცირქცე.

მაინცთან შეხვედრაში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელებმა აღდგენითი პროგრამით ივარჯიშეს. სერჟ გნაბრიმ პაუზა მიიღო. შეგახსენებთ, რომ ვინგერმა კვირას საღამოს მატჩში ფეხზე მტკივნეული დარტყმა მიიღო. გლადბახის წინააღმდეგ შეხვედრაში მისი მონაწილეობა ჯერ კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კინგზლი კომანი კარგ გზას ადგას. შეგახსენებთ, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ფრანგმა ბარძაყის ტრავმა მიიღო. პარასკევს კომანის თამაში სავსებით შესაძლებელია.


05-01-2021