სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მაინცს გადაუარა

მატჩში ბაიერნი მძიმედ ჩაირთო. პირველი სახიფათო მომენტი მაინცს ჰქონდა, მაგრამ ნოიერმა გუნდი აშკარა გოლისგან იხსნა. შემდეგ მომენტები ლევანდოვსკის და ზანეს ჰქონდათ, მაგრამ მეკარემ და მცველებმა ხიფათი გაანეიტრალეს.

ტაიმის შუაში კარგი მომენტი ტოლისოს ჰქონდა. გნაბრიმ ფრანგი დასარტყმელ პოზიციაზე გაიყვანა, მაგრამ ბურთი კარებს ასცდა. 34-ე წუთზე მაინცი წინ გავიდა. ახლო მანძილიდან ბურკარდტმა ნოიერს შანსი არ დაუტოვა, 0:1... ტაიმის მიწურულს მაინცმა მეორე ბურთი გაიტანა. ბროზინსკიმ თაური დარტყმით ნოიერის კარები ისევ აიღო. კაპიტანი უძლური იყო, 0:2... შესვენებაზე გუნდები ამ ანგარიშით გავიდნენ.

მეორე ნახევარი ისევ მაინცის სახიფათო მომენტით დაიწყო. სტუმრებმა ბურთი ძელს გაარტყეს. მანუმ ბურთს თითებით შეეხო. მაგრამ რამდენიმე წუთში გოლი ბაიერნმა შეაგდო. გნაბრიმ ლევანდოვსკიზე ჩააწოდა, პოლონელმა თავით გადაცემა კიმიხზე შეასრულა და იოზუამ ასევე თაურით დარტყმით ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:2!

მოვლენები სწრაფად განვითარდა. 56-ე წუთზე ზანემ მარჯვენა ფლანგიდან ცენტრისკენ გადაიწია და საშუალო დისტანციიდან მეკარესგან შორეული კუთხე დალაშქრა, 2:2!

მაინცმა ბურთი ხარიხას გაარტყა. ნოიერი უძლური იქნებოდა. 66-ე წუთზე ბარეირომ ავტოგოლი შეაგდო, მაგრამ მანამდე ოფსაიდი დაფიქსირდა და კარების აღება გაუქმდა. მაგრამ ბაიერნი წინ მაინც გავიდა. კუთხურის ჩაწოდების შემდეგ ზულემ მეტოქის კარები დალაშქრა, 3:2! 75-ე წუთზე საჯარიმოში გნაბრი წააქციეს. ლევანდოვსკიმ პენალტი ცივსისხლიანად შეასრულა, 4:2! 7 წუთში რობერტმა დუბლი მიითვალა. მიულერის ჩაწოდების შემდეგ ლევანდოვსკიმ ვარდნაში ბურთი კარებში გადააგზავნა, 5:2!

ბაიერნმა საოცარი მეორე ტაიმი ითამაშა, რომელშიც მეტოქეს 5 უპასუხო ბურთი გაუტანა. პარასკევს რეკორდმაისტერი გასვლაზე გლადბახს დაუპირისპირდება, სადაც ბოლო წლებში თამაში უჭირს.


04-01-2021