სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

5 წელია ზედიზედ ბაიერნი წლის პირველ მატჩს იგებს. მაგრამ მაინცის წინააღმდეგ რეკორდმაისტერმა წლის პირველ 5 მატჩში მხოლოდ ერთი გამარჯვება მოიპოვა.

16 უკანასკნელი შეხვედრიდან ბაიერნმა მაინცს 14 მოუგო (ფრე და წაგება). გამარჯვებათა სერია უკვე 6 მატჩს შეიცავს. ალიანც არენაზე გამართულ ბოლო 3 მოგებულ მატჩში რეკორდმაისტერმა მეტოქე საერთო ანგარიშით 16:1 გაანადგურა.

უკანასკნელ 7 შეხვედრაში ბაიერნი თამაშის განმავლობაში 0:1-ს აგებდა, მაგრამ არც ერთი მატჩი არ წააგო. ამ შეხვედრებში მიუნხენელებმა 15 ქულა დააგროვეს. რა თქმა უნდა, ჩემპიონატში მონაწილე გუნდებს შორის ეს მაჩვენებელი საუკეთესოა.

ლევანდოვსკიმ ჩემპიონატის ბოლო 5 მატჩში მინიმუმ ერთი შეაგდო. 13 ტურის შემდეგ პოლონელს 17 გოლი დაუგროვდა. რობერტმა გერდ მიულერის მაჩვენებელი გაიმეორა (1968/69 და 1976/77).

მიმდინარე ჩემპიონატის 13 ტურში რეკორდმაისტერმა 39 ბურთი გაიტანა. ამ მაჩვენებლით ბაიერნს სხვა გუნდებზე დიდი უპირატესობა გააჩნია. მაინცს, შალკეს შემდეგ, ყველაზე სუსტი დაცვის ხაზი აქვს (26 გაშვებული გოლი).


02-01-2021