სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ჰიონესი: "კატასტროფა არ მომხდარა"

"აუგსბურგთან გუნდს მცირე წაბორწიკება მოუვიდა. კატასტროფა არ მომხდარა. არ უნდა დავივიწყოთ, რომ მატჩის ბოლოსკენ ფეხბურთელებს გადაღლილობა დაეტყო. ლისაბონში გამგზავრება, შალკესთან რთული მატჩი, ახლა პარასკევს ჰერტასთან შეხვედრა გაიმართება. ჩვენ ვიცოდით, რომ 2 ინტენსიური კვირის ჩატარება გველის. აუგსბურთან მატჩში ბაიერნს ბევრი საგოლე მომენტი ჰქონდა. მხოლოდ სანჩესს 2-3 ბურთის გატანა შეეძლო. სანამ შანსები გაგვაჩნია, ნერვიულობის საფუძველს ვერ ვხედავ. შემადგენლობაში ასევე რობერტ ლევანდოვსკი გვყავს", განაცხადა ული ჰიონესმა.


26-09-2018