სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"გასული სეზონის წარმატებების გამეორება გვსურს. გეგმები არ შეგვიცვლია. ვიცით, რომ ბუნდესლიგაში და ევროსარბიელზე უმაღლესი კონკურენცია გველოდება. ფიქრი მატჩიდან მატჩამდე გვმართებს. ყოველთვის კარგი თამაშის დემონსტრირება იქნება საჭირო".

"ხანმოკლე შესვენება წაგვადგა. გუნდი უფრო დასვენებულია. ვარჯიშები მაღალი ინტენსიურობით გამოირჩევიან".

"ვთვლი, რომ არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გუნდი კარგად არის მომზადებული. ყოველივე მწვრთნელს რამდენიმე ვარჯიშით მეტი ჩატარება სურს, იმისთვის რომ სათამაშო დეტალების გაუმჯობესება მოახერხოს. მაგრამ არსებული სიტუაცია უნდა მივიღოთ ისე, როგორც არის. აქედან საუკეთესოს გამოტანას ვეცდებით. ეს ნიშნავს იმას, რომ სავარჯიშო პროცესის განმავლობაში ტაქტიკურ მომენტებზეც ვიშრომებთ. ამ თვალსაზრისით, დატვირთვების განაწილებას დიდ მნიშვნელობას მივანიჭებთ. სამწვრთნელო შტაბი მედპერსონალთან უწყვეტ კავშირში იმყოფება".

"არსებულ სიტუაციაში ახალწვეულებს გუნდის ცხოვრებაში ჩართვა უჭირთ. ტაქტიკური მეცადიონებების დეფიციტი იგრძნობა".

"ტანგის ტრავმა აწუხებს. კომანი მწყობრს ჯერ არ დაუბრუნდა. როკას კუნთებთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ტიაგუ დანტაშის შესახებ ვიფიქრებთ. შეიძლება მატჩის განაცხადში შევიდეს".

"კომანს ლევერკუზენთან მატჩში მიღებული ტრავმა აწუხებს. მაგრამ კარგ გზას ადგას. გლადბახთან მატჩისთვის მწყობრს უნდა დაუბრუნდეს".

"გუნდის ყოველივე წევრი კვირის საღამოს შეხვედრას მოუთმენლად ელის. 2020 წელი მშვენივრად დავასრულეთ, სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დავიბრუნეთ. ხანმოკლე შესვენების მიღება მნიშვნელოვანი იყო. გასულ დღეებში ფეხბურთელები დიდი სიამოვნებით ვარჯიშობდნენ. ვარჯიშების დონე უმაღლესი იყო. კმაყოფილები ვართ. მომავალს ოპტიმიზმით ვუყურებთ. გუნდს 2021 წელს კარგი სტარტის აღება სურს. მომდევნო ამოცანების დიდი მოლოდინი გაგვაჩნია".



02-01-2021