სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნი მაინცისთვის მზადდებას შეუდგა

ხუთშაბათს ბაიერნი მინდორს დაუბრუნდა. გუნდმა 70-წუთიანი ვარჯიში ჩაატარა. შეგახსენებთ, რომ კვირას საღამოს 3 იანვარს ალიანც არენაზე რეკორდმაისტერი მაინცს უმასპინძლებს. შეხვედრა 21.00 საათზე დაიწყება.

"ხანმოკლე შესვენების დროს საბაზისო ელემენტებზე კარგად ვიშრომეთ. პირველ დღეებში ეს კარგად გამოჩნდა. მაგრამ რა თქმა უნდა ამის დემონსტრირება თამაშში გვმართებს", განაცხადა მანუელ ნოიერმა.

ბაიერნს ისევ გადატვირთული გრაფიკი ელოდება. 3 იანვრის შემდეგ, 5 დღეში გასვლაზე რეკორდმაისტერი გლადბახს დაეჯახება. 13 იანვარს კი თასის მეორე რაუნდში ჰოლშტაინ კილს დაუპირისპირდება.

"გუნდები დიდი დატვირთვების ფონზე ითამაშებენ, რაც ყველას თანაბარ მდგომარეობაში ჩაგვაყენებს. რა თქმა უნდა, 2021 წელსაც წასვლა რაც შეიძლება შორს გვსურს", აღნიშნა თომას მიულერმა.


01-01-2021