სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

გილოცავთ 2021 წელს!

ძვირფასო მეგობრებო, ფანკლუბის წევრებო!

გილოცავთ დამდეგ 2021 წელს! მრავალს დაესწარით. წინსვლას, ჯანმრთელობას, წარმატებებს და ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ.

2020 წელი ბაიერნისთვის მშვენიერი გამოდგა. რეკორდმაისტერმა 5 ტიტული მოიპოვა! ნანატრ ჩემპიონთა ლიგის თასს დაეუფლა. წლის განმავლობაში ბაიერნმა მხოლოდ ერთი მატჩი წააგო, ისიც ული ჰიონესის ძმისშვილის გუნდთან ჰოფენჰაიმთან.

პანდემიის თემას არ შევეხები... ბევრი ითქვა და დაიწერა. იმედი მაქვს, კაცობრიობა ამ უაღრესად სერიოზულ პრობლემას, რაც შეიძლება ნაკლები დანაკლისით გადალახავს... გაუმკლავდება, დაამარცხებს!!!

2021 წელს ბაიერნისგან ისევ ტრიპლეტის შესრულებას ველოდებით. ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულ გამოსვლას ვუსურვებთ (ლიოვის ხელში რა მოხდება ღმერთმა იცის...). გილოცავთ დამდეგ 2021 წელს მეგობრებო!

პატივისცემით,
ადმინისტრაცია!


31-12-2020