სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

წლის ციფრები და რიცხვები

ბაიერნმა ასევე როგორც ბარსელონამ ტრიპლეტი ორჯერ შეასრულა. 2013 და 2020 წწ. მიუნხენელებმა ჩემპიონთა ლიგა, ბუნდესლიგა და გერმანიის თასი მოიგეს.

2020 წელს ჩატარებული 48 მატჩიდან რეკორდმაისტერმა 42 მოიგო. 2013 წელს გუნდმა ასევე შეხვედრების 88% მოიგო. არც ერთ სხვა გერმანულ კლუბს ესეთი შედეგისთვის არ მიუღწევია.

2020 წელს ბაიერნმა მხოლოდ ჰოფენჰაიმთან წააგო (1:4). არც ერთ სხვა გერმანულ კლუბს, რომელსაც მინიმუმ 20 მატჩი ქონდა ჩატარებული, ესეთი შედეგისთვის არ მიუღწევია.

შიდა არენაზე ბაიერნმა დუბლი (ჩემპიონატი და თასი) მეცამეტედ შეასრულა. სხვა დანარჩენ გერმანულ კლუბებს საერთო ძალებით დუბლი მხოლოდ ოთხჯერ აქვთ შესრულებული.

ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში ბაიერნი ერთადერთი გუნდია, რომელმაც ტურნირის ყველა მატჩი მოიგო. მიუნხენელების გამარჯვებათა სერია მე-15 მატჩზე შეწყდა. გასვლაზე ატლეტიკოს წინააღმდეგ ფლიქის შეგირდებმა ფრე ითამაშეს (1:1).

ყველა ტურნირის ჩათვლით, რეკორდმაისტერს არც ერთი საშინაო მატჩი არ წაუგია - 19 მოგება და 3 ფრე. 1981 წლიდან პირველად ბაიერნს სეზონში საშინაო შეხვედრა არ წაუგია.

ბაიერნმა თებერვლიდან სექტემბრის ჩათვლით ზედიზედ 23 მატჩი მოიგეს. ევროპის მოწინავე 5 ჩემპიონატიდან ესეთი სერია არც ერთ გუნდს არ აქვს.

2020 წლის პირველ 6 თვეში "წითლებმა" 51 ქულიდან 49 დააგროვეს. ბუნდესლიგის ისტორიაში ეს საუკეთესო წრე იყო. 2012/13 წწ. ჰაინკესის გუნდმა ასევე 49 ქულა დააგროვა, მაგრამ ახლა ბაიერნს ბურთების შეფარდება ერთი გოლით უკეთესი ქონდა (+44).

2020 წელს მიუნხენელებს ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში არც ერთი გასვლითი შეხვედრა არ წაუგიათ - 12 გამარჯვება და 4 ფრე. ფლიქის შეგირდებმა მანჩესტერის რეკორდი გაიმეორეს (2007-10 წწ.).

2019 წლის დეკემბრიდან 2020 წლის ივნისამდე რეკორდმაისტერმა ბუნდესლიგის ფარგლებში ზედიზედ 10 გასვლითი შეხვედრა მოიგო. ფლიქმა გვარდიოლას რეკორდი გაიმეორა (2013/14 წწ.).

2020 წლის განმავლობაში ბაიერნმა ბურთი მხოლოდ ერთ მატჩში ვერ გაიტანა - თებერვალში ლაიპციგის წინააღმდეგ (0:0). იმ შეხვედრის შემდეგ მიუნხენელებმა ზედიზედ 43 შეხვედრაში მინიმუმ ერთი ბურთი შეაგდეს.

2020 წლის 48 შეხვედრაში რეკორდმაისტერმა 149 ბურთი გაიტანა. ბუნდესლიგის ისტორიაში არც ერთ გუნდს ერთ მატჩში საშუალოდ 3,1 ბურთი არ გაუტანია.

ზაფხულში ჩემპიონატის ფარგლებში გუნდის აქტივში 100 გოლი იყო. უკეთესი შედეგი ბაიერნს მხოლოდ 1971/72 წწ. ქონდა (101 ბურთი).

ჩემპიონთა ლიგის წინა გათამაშება რეკორდმაისტერმა არა მხოლოდ ტიტულის მოპოვებით დაასრულა, "წითლებმა" ასევე შედეგიანობის ახალი რეკორდი დაამყარეს - 43 გოლი. ეს 18 ბურთით მეტია, ვიდრე სხვა მონაწილე გუნდს ქონდა. საშუალოდ 3,9 გოლი, რაც წარსულში არც ერთ გუნდს არ მიუღწევია.

2020 წლის განმავლობაში ბაიერნმა ჩატარებულ მატჩებში 8 ბურთი ორჯერ გაიტანა: ბარსელონა - 8:2 და შალკე - 8:0. ბაიერნი პირველი გუნდი აღმოჩნდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის პლეიოფში 8 ბურთი შეაგდო.

2020 წლის შედეგის მიხედვით ჰანზი ფლიქი ბუნდესლიგის მატჩებში საშუალოდ 2,54 ქულას აგროვებდა. ფლიქმა გუარდიოლას რეკორდი გააუმჯობესა (2,52 ქულა).

შიდა არენაზე ჰანზი ფლიქმა მეორე დუბლი შეასრულა: პირველი 1986 წელს ფეხბურთელის სტატუსში. იგივე მიღწევა მის წინამორბედს ნიკო კოვაჩსაც აქვს.

გასულ ზაფხულს რობერტ ლევანდოვსკიმ იოჰან კრუიფის მიღწევა გაიმეორა. პოლონელმა ტრიპლეტი შეასრულა და სამივე ტურნირში, რომლებშიც მონაწილეობა მიიღო, საუკეთესო ბომბარდირი გახდა. თავდასხმელი ასევე ევროპის და FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

თომას მიულერი წინა ჩემპიონატის საუკეთესო დისპეტჩერი გახდა. შემტევმა ფეხბურთელმა 21 "ასისტი" მიითვალა.

ივნისის ბოლოს ბრემენთან შეხვედრაში ერთ-ერთ ეპიზოდში ალფონსო დეივისის აჩქარებამ 36.51 კმ/ს მიაღწია, რაც რა თქმა უნდა ბუნდესლიგის ისტორიაში საუკეთესო მაჩვენებელია.


30-12-2020