სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რუმენიგე გასული წლის შესახებ

"2021 წელს იგივე გამოწვევები გველოდება, რაც გასულ წელს იყო. ყველა ტიტულის მოგება გვსურს. ასევე პანდემიასთან გამკვლავება გვსურს, რომელმაც ეკონომიური თვალსაზრისით დიდი ზარალი მოგვაყენა. მაგრამ პირველ რიგში ალიანც არენას ტრიბუნებზე გულშემატკივრების დანაკლისს ავღნიშნავდი. დიდი იმედი მაქვს, რომ 2021 წელი გადაწყვეტილებებს მოგვიტანს. ფრთხილ ოპტიმიზმს ვინარჩუნებ იმის შესახებ, რომ მომდევნო წლის განმავლობაში გულშემატკივრები ალიანც არენაზე დაბრუნებას შეძლებენ. ახლა რაც ეხება საფეხბურთო საკითხებს. რა თქმა უნდა 2020 წლის წარმატებების მიღწევა გვსურს. პროგრესის მიღწევა და წინ წაწევა ყოველთვის მნიშვნელოვანია. ფეხბურთელები ტემპის დაგდებას არ აპირებენ. იგივე მეც მეხება. 2021 წელს საკუთარ პოსტს დავტოვებ. საკუთარი ფუნქიების შესრულება დიდ სიამოვნებას მანიჭებს. იმედი მაქვს, რომ 2021 წლის შედეგებით ამაყი ვიქნები და ბაიერნს მშვიდად დავტოვებ", აღნიშნა კარლ-ჰაინც რუმენიგემ.


28-12-2020