სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ავსტრიაში ალაბა წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

დავიდ ალაბა ავსტრიაში წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. მცველმა კარიერაში ეს ტიტული მეშვიდედ მოიპოვა. 2011-16 წწ. ალაბა ჯილდოს ზედიზედ 6-ჯერ დაეუფლა.

"დიდი პატივია ჩემთვის. ყველას ამ პრემიისთვის მადლობას ვუხდი", გააკეთა მოკლე კომენტარი 28 წლის ფეხბურთელმა.

"წელს ალაბამ საკუთარი თამაშით ეს ჯილდო დაიმსახურა. მან თავისი დონე უფრო აიმაღლა და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. 5 ტიტულის მოპოვებაში დიდი წვლილი შეიტანა. ჩემი და გუნდის სახელით დავიდს ამ ჯილდოს მთელი გულით ვულოცავთ", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


23-12-2020