სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკიმ გერდ მიულერის რეკორდი გაიმეორა

რობერტ ლევანდოვსკიმ ლევერკუზენის კარებში შესრულებული დუბლით კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ FIFA-ს წლის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდო დამსახურებლად მოიგო. ამ დუბლის დახმარებით ბაიერნმა სატურნირო ცხრილში პირველი ადგილი დაიბრუნა. 13 ტურის შემდეგ პოლონელ თავდასხმელს უკვე 17 გოლი დაუგროვდა. მან გერდ მიულერის 1968/69 წწ. და 1976/77 წწ. რეკორდი გაიმეორა.

უკანასკნელ შეხვედრებში პლანეტის საუკეთესო ფეხბურთელმა გუნდის ბოლო 5 ბურთი გაიტანა. ამით ლევანდოვსკიმ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ბაიერნისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.


20-12-2020