სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

მატჩისშემდგომი სტატისტიკა და რეკორდები

ლევერკუზენის წინააღმდეგ შეხვედრაში თომას მიულერმა მე-7 "ასისტი" მიითვალა. იდენტური მაჩვენებელი კინგზლი კომანს აქვს, ორივე შედეგი 13 ტურის შემდეგ საუკეთესოა.

მიმდინარე ჩემპიონატის 13 ტურში რეკორდმაისტერის ფეხბურთელებმა უკვე 39 ბურთი შეაგდეს. გუნდის ისტორიაში ეს მესამე მაჩვენებელია. უფრო მეტი გოლი ბაიერნს 2015/16 წწ. - 40 და 1976/77 წწ. - 44 სეზონებში ჰქონდა.

როგორც წინა კვირებში ბაიერნმა მატჩი გარდატეხის შეტანა ისევ მოახერხა. რეკორდმაისტერი პირველი გუნდი გახდა, რომელმაც ზედიზედ 7 შეხვედრაში ანგარიშის გათანაბრება მოახერხა. ესეთი სცენარის მატჩებში მიუნხენელებმა უკვე 15 ქულის მოპოვება მოახერხეს, რაც ჩემპიონატის საუკეთესო შედეგია.

ბუნდესლიგის შეხვედრებში ჰანზი ფლიქი საშუალოდ ერთ მატჩში 2,54 ქულას იღებს. ამ მაჩვენებლით გერმანიის ჩემპიონატების ისტორიაში ფლიქი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია. მეორე ადგილზე პეპ გუარდიოლაა (2,52 ქულა).

ლევერკუზენთან შეხვედრებში რობერტ ლევანდოვსკიმ თავისი პირველი დუბლი შეასრულა. ერთზე მეტი ბურთი პოლონელმა უკვე 22 გუნდს გაუტანა.

უკანასკნელი 5 ბურთიდან ბაიერნელებმა 3 თაური დარტყმების შემდეგ გაიტანეს. მიუნხენური გრანდის მაისურში ლევანდოვსკიმ თავით უკვე 32 გოლი მიითვალა. 2004/05 წწ. დაწყებული უფრო მეტი ბურთი თაური დარტყმების შემდეგ ორ ფეხბურთელს აქვს გატანილი: კურანი - 33 და კისლინგი - 36.


20-12-2020