სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის საოცრება ბოლო წამებზე

ბაიერნის აქტიური დასაწყისის მიუხედავად პირველი ბურთი ლევერკუზენმა შეაგდო. მე-14 წუთზე კუთხურის ჩაწოდების შემდეგ საჯარიმოში მარტო დარჩენილმა შიქმა ძლიერი დარტყმით ანგარიში გახსნა. ნოიერი უძლური იყო. 29-ე წუთზე შიქმა მეორე ბურთი შეაგდო, მაგრამ VAR-ის დახმარების შემდეგ არბიტრმა გოლი ოფსაიდის გამო არ ჩათვალა. კინგზლი კომანს მინდვრის დატოვება მოუწია. ფრანგმა ფეხი იტკინა. მის ნაცვლად ზანე გამოვიდა. ტაიმის მიწურულს ლევანდოვსკიმ მეკარეს და მცველის შეცდომა გამოიყენა. მიულერის ჩაწოდების შემდეგ ჰრადეცკიმ და ტამ ერთმანეთს შეუშალეს და სულ მარტო დარჩენილმა პოლონელმა ბურთი თაური დარტყმით ცარიელ კარებში გადააგზავნა, 1:1! ტაიმის კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ კიდევ ერთი თაური დარტყმა განახორციელა, მაგრამ ამჯერად კარებს ზემოდან ააცილა. შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა.

მეორე ნახევარი რეკორდმაისტერმა მძლავრად დაიწყო. მაგრამ მოპოვებული უპირატესობა გოლებში ვერ გადაიტანა. მომდევნო წუთებში ლევერკუზენელები ოდნავ გამოცოცხლდნენ. საშუალო დისტანციიდან ამირიმ გაისროლა, მაგრამ ნოიერმა ბურთი დაიჭირა. 66-ე წუთზე რეალური შანსი გნაბრის ჰქონდა, მაგრამ ჰრადეცკიმ ბურთი კუთხურზე მოიგერია. მინდორზე კიმიხი გამოჩნდა, რომელიც ტრავმის გამო თვე გამოტოვა. ასევე მუსიალამ ზანე შეცვალა, რომელიც თავის მხრივ, პირველ ტაიმში კომანის ნაცვლად შემოვიდა. 80-ე წუთზე მუსიალამ ბურთი ძელს გაარტყა. ჰრადეცკი უძლური იქნებოდა. 90-ე წუთზე ალარიომ დიაბის ჩაწოდებულ ბურთს ვერ მიწვდა. შეიძლება გოლიც გასულიყო. მატჩის კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ საოცრება მოახდინა. პოლონელმა ბაიერნი წინ გაიყვანა, 1:2!

ზამთრის შესვენებაზე რეკორდმაისტერი ლიდერის სტატუსში გადის!


20-12-2020