სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

2020 წელი ნაკლებად მარტივი გამოვიდა, მაგრამ ბაიერნმა მიმდინარე წელი შთამბეჭდავ სტილში ჩაატარა! 47 ოფიციალური მატჩიდან რეკორდმაისტერმა მხოლოდ ერთი წააგო - 1:4 ჰოფენჰაიმთან. შესაბამისად, მიუნხენელებმა კლუბის ისტორიაში რეკორდი დაამყარეს. იმ შემთხვევაში თუ ბაიერნი ლევერკუზენის დამარცხებას მოახერხებს მაშინ, 2020 წელს მოპოვებელი გამარჯვებების პროცენტი 85-ს შეადგენს, რაც 2013 წლის მაჩვენებლის გამეორება იქნება.

საღამოს გუნდები ლიდერის და მდევრის როლში ერთმანეთს მეშვიდედ დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ლევერკუზენი ლიდერის როლში პირველად იქნება.

82 ჩატარებულ შეხვედრაში ბაიერნმა ლევერკუზენი 48-ჯერ დაამარცხა. მაგრამ ბაიარენაზე ფარმაცევტებმა ბოლო წლებში სტატისტიკა გააუმჯობესეს. უკანასკნელი 11 საშინაო მატჩიდან ლევერკუზენელები მიუნხენელებთან მხოლოდ 3 წააგეს. 2010 წლიდან დაწყებული არც ერთ სხვა გუნდს ბაიერნთან წინააღმდეგ საშინაო მატჩებში ამდენი ქულა არ აუღია.

წლის ბოლო ტურში რეკორდმაისტერი უკვე 1984 წლის დეკემბრიდან არ მარცხდება (2:3 გლადბახთან). ბოლო 8 მატჩი შობის დღესასწაულის წინ მიუნხენელებმა საერთო ანგარიშით 17:3 მოიგეს. ლევერკუზენი, თავის მხრივ, წლის ბოლო მატჩში უკვე 7 წლის განმავლობაში არ აგებს.

გასულ ტურში ვოლფსბურგთან წინააღმდეგ, რეკორდმაისტერმა პირველი გოლი ზედიზედ მეექვსე შეხვედრაში გაუშვა, მაგრამ გამარჯვების მოპოვება მაინც შეძლო. შესაბამისად, ბაიერნი პირველი გუნდი აღმოჩნდა, რომელიც 6 მატჩის მსვლელობის განმავლობაში მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ ქულები მაინც მოიპოვა. მიმდინარე ჩემპიონატში ესეთ შეხვედრებში არც ერთ სხვა გუნდს არ აქვს მოპოვებული იმდენი ქულა, რამდენიც ბაიერნს (12).

წლის საუკეთესო ფეხბურთელს, ვოლფსბურგის კარებში გატანილი დუბლის შემდეგ, 12 ტურში უკვე 15 გოლი დაუგროვდა. ბუნდესლიგის ისტორიაში უკეთესი შედეგი მხოლოდ თვითონ პოლონელს ჰქონდა - წინა ჩემპიონატში 12 ტურის შემდეგ რობერტს 16 ბურთი ჰქონდა გატანილი.

მიმდინარე ჩემპიონატში ლევერკუზენს ჯერ არ წაუგია. გასულ ტურში ბაიერნმა ვოლფსბურგის ანალოგიური სერია უკვე შეწყვიტა.


19-12-2020