სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"როგორც ყველა ჩვენთაგანი, მანუს და ლევის წარმატებით მოხარული ვარ. საკუთარი ჯილდოები დაიმსახურეს. ორივემ სენსაციური სეზონი ჩაატარა. რა თქმა უნდა, ოდნავ დამწუხრებული დავრჩი, მაგრამ კლოპმა საკუთარ სამწვრთნელო შტაბთან ერთად ტიტული დაიმსახურეს. ცხოვრება გრძელდება. ჩვენს წინაშე ახალი მიზნებია დასახული. თემას დახურულად ვაცხადებ. ბაიერნისთვის მიღწეული ჯილდოები მშვენიერი შედეგია".

"ხუთშაბათს კიმიხს ვესაუბრე. მე არ ვარ ის ადამიანი, რომ ფეხბურთელზე ზეწოლა მოვახდინო. შეცდომების თავიდან აცილება გვსურს. წინ გრძელი კარიერა ელოდება. მის დაჩქარებას არ ვაპირებ".

"წინასამატჩო ვარჯიშზე გორეცკას ბედს გადავწყვიტავთ. შევხედოთ, რა კონდიციებში იქნება".

"ლევერკუზენი ძალიან კარგ ფეხბურთს თამაშობს. გუნდმა ძალიან კარგი ტემპი აიღო. მშვენიერ კონდიციებში იმყოფებიან, საკუთარ ძალებში რწმენა გააჩნიათ. დაცვის ხაზში თამაში სრული კონცენტრაციით გვმართებს. ბურთის დაკარგვა მინუმამდე უნდა დავიყვანოთ. შესვენებამდე პირველ ადგილზე დაბრუნება ჩვენთვის მიზანი იქნება. იმედი მაქვს, რომ შაბათს საღამოს უმაღლესი დონის თამაშს ვაჩვენებთ".

"რაც შეეხება შედეგიანობას, ამ მიმართულებით კომანი განუმეორებელია. კოსტას, გნაბრის და ზანეს მომატება მმართებთ. იმედი მაქვს, რომ შაბათს 100%-ან პოტენციალს გამოაჟღავნებენ. ეს ძალიან წაგვადგებოდა".

"ვოლფსბურგთან შეხვედრაში ზულემ მის წინაშე დასახულ ამოცანას კარგად გაუმკლავდა. ვთვლი, რომ ნიკლასმა კარგ პროგრესს მიაღწია".

"მიმდინარე წლის დასრულება გამარჯვებით გვსურს. კარგ კონდიციებში ვიმყოფებით. მხოლოდ წინ ვიყურებით. უკანასკნელ მატჩში წარმატების მიღწევა წლის დასრულების მშვენიერი დაგვირგვინება იქნებოდა".


18-12-2020