სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ვოლფსბურგი დაამარცხა

ბაიერნის აქტიური დებიუტის მიუხედავად, ვოლფსბურგის პირველივე შეტევა გოლით დასრულდა... 0:1. ბურთი მაქს ფილიპსმა შეაგდო. მე-12 წუთზე ბრეკალოს მეორე ბურთი უნდა გაეტანა, მაგრამ საბედნიეროდ ბურთი შორეულ ცხრიანს ცოტათი ასცდა. ვეგჰორსტის გოლი ოფსაიდის გამო არ ჩაითვალა. მე-17 წუთზე კასტელსმა ლევანდოვსკის დარტყმა სასწაულად მოიგერია. შემდეგ გნაბრის ჰქონდა მომენტი, მაგრამ დაცვამ ეს დარტყმაც მოიგერია. ტაიმის მიწურულს საჯარიმოს ფარგლებიდან ზანემ გაისროლა, მაგრამ არაზუსტად. რაც არ გამოუვიდა ლეროის, გააკეთა ლევანდოვსკიმ. ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ რობერტმა ბურთი თაური დარტყმით კარებში გადააგზავნა, 1:1! ამ ანგარიშით გუნდები შესვენებაზე გავიდნენ.

მეორე ნახევარი ლევანდოვსკის მეორე გოლით დაიწყო, 2:1! პოლონელმა მცველი ერთ-ერთ სიტუაციაში მოატყუა და ბურთი კარებში გადააგზავნა. რეალური მომენტი გნაბრის შეუქმნეს, მაგრამ ვინგერმა ფეხი ბურთს ვერ მოახვედრა. ბაიერნი ინერციით მომენტებს ქმნიდა, მაგრამ ვოლფსბურგი სწრაფ და სახიფათო კონტრშეტევებზე გადადიოდა. ერთი-ორჯერ დარტყმით დასრულდა, მაგრამ ნოიერი ბურთს დაუეფლა. 85-ე წუთზე ნოიერმა ორი სასწაული დარტყმა მოიგერია!

ლევანდოვსკის დუბლის დახმარებით ბაიერნმა ვოლფსბურგი დაამარცხა. შაბათს საღამოს რეკორდმაისტერი გასვლაზე ლიდერს ლევერკუზენს დაუპირისპირდება.


17-12-2020