სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

2020 კალენდარული წლის განმავლობაში ბაიერნს ალიანც არენაზე მატჩი ჯერ არ წაუგია. 21 გამართულ შეხვედრაში მიუნხენელებმა 18 გამარჯვება მოიპოვეს (3 ფრე). იმ შემთხვევაში, თუ გვიან საღამოს რეკორდმაისტერი ვოლფსბურგთან არ დამარცხდება მაშინ საკუთარ მაჩვენებელს მიაღწევს, რომელიც 1981 წელს დაამყარა - წლის განმავლობაში საკუთარ კედლებში არც ერთი წაგებული თამაში.

ამ შედეგის გასამეორებლად ბაიერნს კარგი წინაპირობა აქვს, რადგანაც მიუნხენში "მგლები" ძალიან წარუმატებლად გამოდიან. 23 შეხვედრაში ვოლფსბურგმა მხოლოდ 2 ქულა მოიპოვეს.

საერთო სტატისტიკას შემდეგი სახე აქვს. მიუნხენელებმა მეტოქეს 46 მატჩიდან 36-ში დაამარცხეს და 115 ბურთი გაუტანეს. არც ერთ სხვა გუნდთან "მგლებს" ამაზე უარესი სტატისტიკა არ აქვს. რეკორდმაისტერი ვოლფსბურგთან უკვე 13 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდება. უკანასკნელად ბაიერნმა "მგლებთან" 2015 წლის 30 იანვარს წააგო (1:4). ამის შემდეგ მიუნხენელებმა მეტოქე 11 ჯერ დაამარცხეს (და 2 ფრე), ბურთები 42:7.

მიმდინარე ჩემპიონატი ვოლფსბურგმა მშვენივრად დაიწყო. 11 ტურის შემდეგ გუნდს არც ერთი მარცხი არ აქვს (5 მოგება და 6 ფრე). უკანასკნელად ოლივერ გლასნერის შეგირდები ზუსტად რომ ბაიერნთან დამარცხდნენ (ამა წლის ივნისში, 0:4).

მიმდინარე ბუნდესლიგის გათამაშებაში "მგლებმა" ხასიათი აჩვენეს. მატჩის მსვლელობის დროს გაშვებული პირველი ბურთის შემდეგ ვოლფსბურგმა 10 ქულის მოპოვება შეძლო. ამ მაჩვენებლით გუნდი ლიდერობს, მეორე ადგილზე 9 ქულით ბაიერნია. წინა 5 მატჩში, გაშვებული ბურთის შემდეგ, მიუნხენელები ანგარიშის გათანაბრებას ყოველთვის ახერხებდნენ.

გერმანიის ჩემპიონატის ფარგლებში, რობერტ ლევანდოვსკიმ ვოლფსბურგს 19 მატჩში 21 ბურთი გაუტანა. უკეთესი მაჩვენებელი მხოლოდ ლეგენდარულ გერდ მიულერს აქვს (ჰამბურგს - 27 გოლი, კაიზერსლაუტერნს 23 და დუისბურგს 22). გვიან საღამოს შეხვედრაში ბურთის გატანის შემთხვევაში, ლევანდოვსკის აქტივში გერმანიის ჩემპიონატებში 250 გოლი ექნება.

უკანასკნელ 8 შეხვედრაში ვუტ ვეგჰორსტმა 9 ბურთი შეაგდო. ამ მაჩვენებლით ჰოლანდიელმა ვოლფბურგის რეკორდი დაამყარა.


16-12-2020