სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაუმი: "სახლში კმაყოფილები ვბრუნდებით"

"ალიანც არენაზე ქულის აღებით ძალიან ბედნიერები ვართ. ამისთვის ბოლომდე დახარჯვა იყო საჭირო, რისი გაკეთებაც ზუსტად რომ შევძელით. სახლში ძალიან კმაყოფილები ვბრუნდებით", განაცხადა აუგსბურგის თავკაცმა მანუელ ბაუმმა.

"უბრალოდ წარმოუდგენელია. ვიცოდით, რომ ქულის ასაღებად 110%-ით დახარჯვა გვმართებდა. მიზანი დავისახეთ და მისი მიღწევაც შევძელით. ცხადი იყო, რომ ბურთს ვერ გავაკონტროლებდით. მაგრამ კონტრშეტევების გამოყენება შევძელით. ძალიან კმაყოფილები ვართ", აღნიშნა გოლის ავტორმა ფელიქს გიოტცემ.


26-09-2018