სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"იოზუა კიმიხი თავს კარგად გრძნობს, მაგრამ ოთხშაბათის მატჩის განაცხადში არ შევა. ვნახოთ, მომდევნო დღეებში ვარჯიშების დატვირთვას როგორ გაუმკლავდება. ამის შემდეგ გადავწყვიტავ, შეძლებს თუ არა თამაშს უქმეებზე. გორეცკა ვოლფსბურგის წინააღმდეგ შეხვედრას გამოტოვებს".

"სატურნირო ცხრილში სიტუაცია იმაზე მეტყველებს, რომ ბუნდესლიგაში ბევრი კარგი გუნდია, რომლებსაც წარმატებული გამოსვლა შეუძლიათ. ძალიან საინტერესო ბრძოლა მიმდინარეობს. გასული მატჩების შედეგს ვერ შევცვლით, მაგრამ მომდევნო შეხვედრების ბედი ჩვენს ხელშია. აუცილებლად გამარჯვების მოპოვება გვსურს. ძალიან მნიშვნელოვანი ქულები იქნება".

"ვოლფსბურგის მწვრთნელს ოლივერ გლასნერს საინტერესო იდეები აქვს, რომლებსაც მისი შეგირდები მშვენივრად ასრულებენ. ძალიან წარმატებულები არიან. ყოველთვის კარების აღებაზე არიან ორიენტირებული. წინ ძალიან მნიშვნელოვანი ორი მატჩის ჩატარება გველის, რომლებშიც 6 ქულის აღება გვმართებს".

"იანვრიდან დანტაშს მინდორზე გასვლის უფლება მიეცემა. ძალიან კარგ პროგრესს მიაღწია. ახლა ტრავმირებულია. იმ შემთხვევაში თუ ძირითად გუნდში ფეხს მოიკიდებს, ეს მისთვის წინ გადადგმული კიდევ ერთი ნაბიჯი იქნება".

"ლეროი მეთანხმება, რომ პროგრესის განვითარება სჭირდება. დიდ საფეხბურთო ოსტატობას ფლობს. ამის განვითარებისთვის საჭირო დროს და თანადგომას მიიღებს. ახალ გუნდში მოვიდა, ტრავმა მიიღო, სხვა სათამაშო ტაქტიკა დახვდა, შემდეგ ისევ ტრავმა მიიღო. მას სავარჯიშო დღეების დეფიციტი დაეტყო".

"იმ შემთხვევაში თუ კინგზლი კომანი ფეხბურთისგან სიამოვნებას იღებს, მაშინ ის უმაღლესი დონის მოთამაშეა. ახლა ზუსტად ეს მომენტია. ძალიან ღია ადამიანია, რომელსაც მშვენიერი ხასიათი აქვს. კინგზლი პარტნიორებს ყველგან ეხმარება. ძალიან გუნდური ფეხბურთელია. ძალიან კარგ შედეგიანობას დემონსტრირებს. საქებარი სიტყვები დაიმსახურა".

"მშვენიერი იქნება, თუ ლევანდოვსკი ოთხშაბათს იგივე თამაშს აჩვენებს, როგორც ეს ვოლფსბურგის წინააღმდეგ წინა მატჩში იყო. ხუთშაბათს FIFA წლის საუკეთესო ფეხბურთელს დაასახელებს. მისი ოცნება შეიძლება ასრულდეს. წელს ლევანდოვსკიმ ეს ტიტული დაიმსახურა. გამარჯვების შემთხვევაში ყველანი მისი მიღწევით მოხარულები ვიქნებით".

"წლის საუკეთესო მწვრთნელის დასახელება ჩემთვის მეორეხარისხოვანია. მხოლოდ ვოლფსბურგის წინააღმდეგ შეხვედრაზე ვფიქრობ. კიდევ ორი მწვრთნელია ნომინირებული. ბიელსა ტოპ დონის მწვრთნელია. კლოპზე საუბარი ზედმეტია, აბსოლუტური ტოპ დონის სპეციალისტია".


15-12-2020