სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ამონარიდები სალიჰამიჯიჩის ინტერვიუდან

დასრულებული ჯგუფური ეტაპის შესახებ: "არც ერთი მატჩი არ წაგვიგია და მხოლოდ ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ. ვთვლი, რომ მშვენიერ შედეგს მივაღწიეთ. ჯგუფური ეტაპი დამაჯერებლად ჩავატარეთ და ამით კმაყოფილები ვართ".

ლაციოს შესახებ: "ლაციო უსიამოვნო მეტოქეა. ჩვენ ეს დორტმუნდთან მატჩებში ვიხილეთ. იტალიური გუნდების წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია. რომში გამგზავრება ყოველთვის სასიამოვნოა. ამ ქალაქთან, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, მშვენიერი მოგონებები გვაკავშირებს. შეხვედრებისთვის კარგად მოვემზადებით. ამ მატჩების დიდი მოლოდინი გაგვაჩნია".

ვოლფსბურგის შესახებ: "ვოლფსბურგი უკვე 11 შეხვედრის განმავლობაში არ მარცხდება. ვიცით, რომ შემადგენლობაში ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ. მშვენიერი კონდიციებში იმყოფებიან, განსაკუთრებით ეს ფიზიკურ მომზადებას ეხება. შეტევის ხაზში სახიფათოები არიან, ვეგჰორსტის სახით მშვენიერი თავდასხმელი ჰყავთ. ოთხშაბათს რთული მატჩის ჩატარება გველის".


15-12-2020