სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეაქცია ჩემპიონთა ლიგის წილისყრაზე

ჰანზი ფლიქი: "წილისყრის შედეგით კმაყოფილები ვართ. იტალიური გუნდების წინააღმდეგ თამაში რთულია. მიროსთვის, რა თქმა უნდა, განსხვავებული მატჩები იქნება. ძალიან საინტერესო დუელის მოლოდინში ვართ. ჯგუფურ ეტაპზე ლაციოს შეხვედრებს თვალი გადავავლეთ, პირველი შთაბეჭდილება და დასკვნები უკვე გამოვიტანეთ".

მირო კლოზე: "რომიდან უამრავი ხალხი უკვე დამიკავშირდა. ძალიან მოხარული ვარ. მსურდა, რომ ჩვენთვის ლაციო ამოსულიყო. ქალაქთან და გუნდთან ბევრი რამ მაკავშირებს. სახიფათო გუნდია, რომელიც ინძაგის ხელმძღვანელობით 5-3-2 ტაქტიკური განლაგებით თამაშობს. დაცვის ხაზში კედელს დააყენებენ, რომლის გარღვევა რთული იქნება. ყველაფერს ძალიან კარგად გავაანალიზებთ და დასკვნებს გამოვიტანთ".

მანუელ ნოიერი: "ლაციო ძლიერი გუნდია, მაგრამ ამ წყვილში ფავორიტის სტატუსით ვითამაშებთ. მშვენიერ თავდასხმელები ჰყავთ. ჩირო იმობილე ძალიან სახიფათოა. ლევანდოვსკის ამ დუელის დიდი მოლოდინი გააჩნია. მეც ამ შეხვედრებისთვის ვემზადები. რომის სტადიონთან მშვენიერი მოგონებები გვაკავშირებს, რომელზეც რომაზე დამაჯერებელი გამარჯვება ვიზეიმეთ. მირო კლოზე მოტივაციას გაგვიზიარებს, რადგანაც ლაციოს ღირსებას იცავდა. გამარჯვების მოპოვება და შემდეგ სტადიაზე გასვლა გვსურს".

თომას მიულერი: "ლაციო დორტმუნდის ჯგუფში გამოდიოდა. მე მათ შეხვედრებს თვალს ვადევნებდი. მეტოქე შეტევის ხაზში შეიძლება ძალიან უსიამოვნო იყოს, მითუმეთეს იმ შემთხვევაში, როდესაც ჩირო იმობილე მინდორზე იმყოფება. სიფრთხილე გვმართებს, მაგრამ მომდევნო სტადიაზე გასვლა გვსურს. რომი ლამაზი ქალაქია, სადაც რომასთან მატჩში პოზიტიური გამოცდილება შევიძინეთ".


15-12-2020