სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლევანდოვსკის შთამბეჭდავი მიღწევა!

რობერტ ლევანდოვსკიმ მომდევნო შთამბეჭდავ მაჩვენებელს მიაღწია! შაბათს თავდასხმელმა, ბუნდესლიგის ფარგლებში, ბაიერნის მაისურში, თავისი 200-ე შეხვედრა ჩაატარა. რა თქმა უნდა, პოლონელმა იუბილე გატანილი ბურთით აღნიშნა. ჩემპიონატის ფარგლებში, რობერტმა, რეკორდმაისტერის რიგებში, 175-ე გოლი მიითვალა.

საერთო ჯამში გოლეადორმა ერთ მატჩში საშუალოდ 0.88 გოლს იტანს. ამ მაჩვენებლით ლევანდოვსკი ლეგენდარულ გერდ მიულერსაც სჯობნის (0.85 გოლი). ბუნდესლიგის არც ერთ სხვა ფეხბურთელს მსგავსი სტატისტიკა არ აქვს.

ლევანდოვსკი სტაბილურ შედეგიანობას ზუსტად რომ უნიონის წინააღმდეგ შეხვედრებში დემონსტრირებს. ბერლინელების წინააღმდეგ მესამე მატჩში პოლონელმა თავისი მესამე ბურთი შეაგდო. ამ გუნდების საერთო დაპირისპირების ხანმოკლე ისტორიაში ლევანდოვსკი ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ყველა მატჩში გოლი მიითვალა.


13-12-2020