სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქი: თამაში უკეთ შეგვიძლია

"პირველ წუთებში მატჩში ვერ ჩავერთეთ, როგორც ეს დაგეგმილი გვქონდა. გაშვებული გოლის სიტუაციის დროს დაცვაში თამაში უკეთ გვმართებდა. უბრალო გადაცემების გამოყენებას ვცდილობდით. ხშირად ამას საჰაერო ჩაწოდებებით ვცლიდით. ამ ყველაფრით კმაყოფილი ვერ ვიქნებოდი. შესვენებაზე არსებული პრობლემები განვიხილეთ. თავისუფალი სივრცეების უკეთ გამოყენება გვსურდა. რიცხობრივი უპირატესობის შექმნას ვცდილობდით. რა თქმა უნდა, თამაში უკეთ შეგვიძლია. ჩვენი სათამაშო ფილოსოფია იმაში მდებარეობს, რომ მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა შეგვეძლოს. გასულ შეხვედრაში ამის გაკეთება ნაკლებად მოვახერხეთ. ვიცოდით, რომ რთული სეზონი გველის. ახლა არსებული სიტუაციიდან პოზიტიური მომენტების ამოღება გვმართებს. პრობლემების გადაწყვეტა და სათამაშო დეტალების გაუმჯობესება იქნება საჭირო", აღნიშნა ჰანზი ფლიქმა.


13-12-2020