სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა ბერლინიდან ქულა წაიღო

უნიონმა შეხვედრა ძალიან მძლავრად დაიწყო. ერთხელ ბაიერნი ნოიერმა გადაარჩინა, მაგრამ კუთხურის შემდეგ მეტოქის მიერ თაურ დარტყმას ვერ გაუმკლავდა. უნიონი წინ გავიდა, 1:0. გაშვებული გოლის შემდეგ მიუნხენელებმა ბურთზე კონტროლი გაამწესეს. ლევანდოვსკიმ ჭკვიანური გადაცემით გნაბრი თავისუფალ სივრცეში გაიყვანა, მაგრამ სერჟმა ბურთი ვერ მოირგო. 23 წუთზე ბერლინელებს მეორე ბურთი უნდა გაეტანათ, მაგრამ საბედნიეროდ ხელსაყრელი პოზიციიდან კარებს ააიცილეს. საჯარიმოში ლევანდოვსკი წააქციეს, მცველმა მას ზურგში ხელი კრა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა არ გარისკა. 43-ე წუთზე საჯარიმოს გარედან გნაბრიმ გაისროლა, მეკარემ ბურთი მოიგერია. ტაიმის კომპენსირებულ დროში ლევანდოვსკიმ სტანდარტული სიტუაცია ვერ გამოიყენა. კარგ პოზიციიდან პოლონელმა ბურთი "კედელს" გაარტყა. შესვენებამდე ანგარიში არ შეცვლილა...

მეორე ნახევარი ურთიერთ შეტევებით დაიწყო. ბურთის გატანა ორივე გუნდს შეეძლო. 68-ე წუთზე მიულერის სახიფათო დარტყმა მეკარემ მოიგერია. რაც არ გამოუვიდა მიულერს, ოთხ წუთში ლევანდოვსკიმ შეასრულა. ფლანგიდან კომანის შესანიშნავი გარღვევის შემდეგ გადაცემის ადრესატი პოლონელი გახდა, რომელმაც ბურთი კარებში გადააგზავნა, 1:1! მატჩის დარჩენილი დრო ბაიერნმა შეტევებში გაატარა. მაგრამ კარგი მომენტები მასპინძლებსაც ჰქონდათ. 90-ე წუთზე მეკარემ ზანეს მიერ თაური დარტყმა მოიგერია. რეკორდმაისტერმა მეორე შეხვედრა ზედიზედ ფრედ დაასრულა, მაგრამ პირველი ადგილი ჯერ შეინარჩუნა. კვირას ლევერკუზენი ითამაშებს, რომელსაც პირველ ადგილზე გადასვლა შეუძლია.


13-12-2020