სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფიშერი: პრესინგიდან გამოსვლა უნდა მოვახერხოთ

"ჩვენს წინაშე მშვენიერი ამოცანა დგას. ყველაფერი სწორად უნდა გავაკეთოთ. ბაიერნს ცუდი დღეების დროსაც გამარჯვების მოპოვება შეუძლია. მათ გამარჯვებების მიმართ განუმეორებელი წყურვილი გააჩნიათ. უბურთოდ თამაშის დროს ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მეტოქემ კურაჟი არ დაიჭიროს. ერთ ერთზე სიტუაციების დროს ხელი უნდა შევუშალოთ. ორთაბრძოლებში ჩათრევა გვმართებს. მაგრამ შეტევებიც არ უნდა დავივიწყოთ: ვაჟკაცური თამაში გვმართებს. პრესინგიდან გამოსვლა უნდა შევძლოთ. ბაიერნის წინააღმდეგ ამ ყველაფრის იგნორირების დროს საფრთხეში ჩავარდნა იქნება მოსალოდნელი", განაცხადა უნიონის მწვრთნელმა ურს ფიშერმა.

საღამოს ბერლინელებს ტრავმების და დისკვალიფიკაციის გამო მაქს კრუზე, რობერტ ანდრიჰი ენტონი უჯა, ნიკო შლოთერბექი და იოელ პოაინპალო ვერ დაეხმარებიან.


12-12-2020