სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"უნიონის ფეხბურთელები დიდი ვნებით თამაშობენ. ორთაბრძოლებში ბოლომდე იხარჯებიან. მაქს კრუზე, რა თქმა უნდა, უმთავრესი ტრანსფერი იყო. ძალიან ჭკვიანი ფეხბურთელია. მაგრამ შეხვედრას გამოტოვებს, სამწუხაროდ. უნიონს პრესინგიდან გამოსვლა შეუძლია. მატჩი ძალიან ინტენსიური იქნება. ამისთვის მზად უნდა ვიყოთ".

"სამი დარჩენილი მატჩის დიდი მოლოდინი გაგვაჩნია. ოთხშაბათს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური სტადია გამარჯვებით დავასრულეთ. ძალიან წარმატებული წელი გვქონდა. გუნდი საკუთარი თავით ამაყი უნდა იყოს. ლოკომოტივთან მატჩისგან გაკვეთილი გამოვიტანეთ. აღსანიშნავია, რომ სტანდარტულ სიტუაციებს უკეთ ვიყენებთ. ბუნდესლიგაშიც განსაკუთრებული წელი გვქონდა, რომლის დასრულება პოზიტიურ ნოტაზე გვსურს".

"ხუთშაბათს ტოლისომ გუნდთან ერთად ივარჯიშა. მის ბედს დასკვნითი ვარჯიშის შემდეგ გადავწყვიტავთ. კიმიხი ძალიან კარგ გზას ადგას. მომავალი კვირიდან შეიძლება ნაწილობრივ გუნდთან ერთად ივარჯიშოს".

"ჩემპიონთა ლიგა ძალიან განსაკუთრებული ტურნირია. 1/8-ედ ფინალიდან ძალიან დიდი მატჩები გველოდება. ლისაბონში მოგებული ფინალის ემოციები ყველამ ნახა. ამ შეგრძნების გასამეორებლად ყველა ძალის დადება გვსურს. მაგრამ ბუნდესლიგაშიც წარმატებული გამოსვლა გვმართებს".

"დეივისი წარმოუდგენელ სიჩქარეს ფლობს. ფლანგზე ძალიან არაპროგნოზირებადია. დასკვნით მესამედშიც კარგ დრიბლინს დემონსტრირებს, რის დახმარებითაც დაცვის ხაზში სივრცეების გარღვევა შეუძლია. უკანაც დაბრუნებას ასწრებს და გადაცემების ჩაჭრას ახერხებს".

"ლეროი ზანეს მძიმე ტრავმა ჰქონდა. ჰოფენჰაიმთან შეხვედრაში ისევ გაიტრავმა. საკუთარ თავთან ძალიან კრიტიკულია. უკანასკნელი კვირების განმავლობაში განვითარება განიცადა. დიდი პროგრესი აქვს".

"კლუბში ყველას იმედი გვაქვს, რომ რობერტ ლევანდოვსკი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულს მიიღებს. მან ეს სრულიად დაიმსახურა. შაბათის შეხვედრისთვის 100%-ით მზად არის".


11-12-2020