სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნმა პირველ 10 ტურში 34 ბურთი გაიტანა, რაც ბუნდესლიგის ახალი რეკორდია. უნიონის აქტივში 22 გოლია. ამ მაჩვენებლის მიხედვით ბერლინელები დორტმუნდთან ერთად მეორე ადგილს იყოფენ. აქედან გამომდინარე, შაბათს საღამოს უხვგოლიანი მატჩის მოლოდინში უნდა ვიყოთ. მაგრამ უნიონს ორი საუკეთესო თავდახსმელი ვერ დაეხმარება: კრუზეს ანგარიშზე 6 გოლია, მაგრამ ტრავმირებულია. ანდრიჰამ 3 ბურთი შეაგდო, მაგრამ შეხვედრას დისკვალიფიკაციის გამო გამოტოვებს.

ბუნდესლიგის გასვლით მატჩებში ბაიერნი ქულებს სტაბილურად იღებს. უკანასკნელი 15 შეხვედრიდან 14-ში რეკორდმაისტერმა გამარჯვებები მოიპოვა. მაგრამ მიუნხენელებს უნიონის სახით ძლიერი მეტოქე ელის, რომელიც საკუთარ კედლებში კარგად გამოდის. შინ ბერლინელებს უკვე 4 მატჩის განმავლობაში არ წაუგიათ (2 მოგება და 2 ფრე). მაგრამ ბაიერნისთვის ერთი იმედი არსებობს: უნიონს საკუთარ კედლებში 5-მატჩიანი წაუგებელი სერია ჯერ არ ქონდა.

წინა სეზონის ორივე შეხვედრა რეკორდმაისტერმა მოიგო: 2:1 და 2:0. აღსანიშნავია, რომ ორივე მატჩში გოლები ლევანდოვსკიმ და პავარმა მიითვალეს.

10 ტურის შემდეგ უნიონს 16 ქულა აქვს, რაც წინა სეზონის მაჩვენებელზე 6 ქულით მეტია. ბერლინელები მეექვსე ადგილზე იმყოფებიან. აღსანიშნავია, რომ ჩემპიონატის უკანასკნელი 11 მატჩის განმავლობაში უნიონის ფეხბურთელები მინიმუმ ერთ ბურთს იტანდნენ.

ამ გუნდებს შორის წინა ორ შეხვედრაში საერთო ჯამში 3 პენალტი დაინიშნა: ორი ბერლინელების და ერთი ბაიერნის სასარგებლოდ. 2019/20 წწ. სეზონის ბუნდესლიგის არც ერთ დუელში ამაზე მეტი 11-მეტრიანი დარტყმა არ დანიშნულა.


11-12-2020