სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ბაიერნმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა

პირველ ტაიმში თამაში არც ისე სწრაფ ტემპში ვითარდებოდა. ბაიერნი ბურთს ფლობდა, მაგრამ მეტოქე შანსს კონტრშეტევებზე ელოდებოდა. გორეცკამ და კოსტამ საშუალო დისტანციიდან გაისროლეს, მაგრამ არაზუსტად. კარგი შანსი მიულერსაც ჰქონდა, მაგრამ თომასმა ბურთი კარებს ვერ გაარტყა. ტაიმის მიწურულს ლოკომოტივი გააქტიურდა. "რკინიგზელებს" რამდენიმე მომენტი ჰქონდათ, მაგრამ ნოიერი ადგილზე იყო. შესვენებაზე გუნდები ანგარიშით 0:0 გავიდნენ.

მეორე ნახევარი ლიგის მოქმედმა გამარჯვებულმა უფრო აქტიურად დაიწყო. მომენტს მომენტზე ქმნიდა. რეალური შანსი გნაბრის ჰქონდა, მაგრამ პირველი დარტყმა მეკარემ მოიგერია, მეორე კი კარებს ასცდა. 63-ე წუთზე ბაიერნმა თავისას მაინც მიაღწია. კოსტას მიერ კუთხურიდან ჩაწოდებული ბურთი ზულემ თავური დარტყმით კარებში გადააგზავნა, 1:0! ანგარიშის გაზრდა ზანეს შეეძლო, მაგრამ ბურთი კარებს ვერ გაარტყა. 80-ე წუთზე ჩუპო მოტინგმა მეორე ბურთი შეაგდო, 2:0! რეკორდმაისტერმა მორიგი გამარჯვება მოიპოვა.

ორშაბათს 14 დეკემბერს, ჩვენი დროით, 15.00 საათზე ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური სტადიის წილისყრა გაიმართება.


10-12-2020