სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ფლიქის წინა სამატჩო კომენტარები

"ლოკომოტივს სათამაშო თვალსაზრისით ძლიერი გუნდი ჰყავს. განსაკუთრებით ეს შეტევის ხაზს ეხება. სმოლოვი ტრავმის გამო ვერ ითამაშებს, მაგრამ ედერი ჰყავთ, რომელიც კარგ სიჩქარეს და ტექნიკას ფლობს. საჰაერო დუელებში კარგად გამოიყურება. მოსკოველები თავისუფალ სივრცეს კარგად იყენებენ. ფეხბურთის თამაში იციან. კომპაქტური თამაში გვმართებს, იმისთვის რომ თავისუფალი სივრცე შევზღუდოთ".

"დეივისი მატჩის განაცხადში შევა, რაც მშვენიერი ამბავია. მის გამოყენებას ვაპირებთ, მაგრამ ჯერ არ ვიცით - სასტარტო შემადგენლობაში, თუ შეცვლაზე გამოვა".

"ჩვენთვის ჯერ უცნობია, როტაციას მივმართავთ თუ არა. გამარჯვების მოპოვება და სერიის გახანგრძლივება გვსურს. მატჩს გამარჯვების განწყობით ვხდებით. ყველა მომენტი, რომლებიც გასაუმჯობესებელი გვაქვს, განვიხილეთ და გავაანალიზეთ. ცენტრალურ ზონაში ძლიერი თამაში გვმართებს. მეტოქეზე ზეწოლის მოხდენა იქნება საჭირო. ამ შემთხვევაში შეტევების განახორციელებლად ბევრი ვარიანტი გვექნება. ოთხშაბათს გუნდისგან ბურთის კარგ განაწილებას ველოდები".

"მიღწეულ დონეზე გაჩერებას არ ვაპირებთ. ყოველდღიურად პროგრესირება გვსურს. შექმნილ სიტუაციაში ოპტიმალური გადაწყვეტილებების მოპოვება გვმართებს. წლის ბოლომდე დარჩენილ 4 შეხვედრაში გამარჯვებების მოპოვება გვსურს. მინდორზე ისეთი გუნდი უნდა გამოვიყვანოთ, რომელიც ამ შედეგს მიაღწევს".

"დიდი ალბათობით, ორ საყრდენს გამოვიყენებთ. ლეონ გორეცკას და მარკ როკას გარდა ანჟელო შტილერი და მაქსიმილიან ცაიზერი გვყავს. კიდე რამდენიმე ვარიანტი გაგვაჩნია. ტოლისომ კარგად ივარჯიშა. შაბათს შეიძლება მინდორზე ვიხილოთ. ეს ძალიან კარგი გამოსავალი იქნებოდა".

"მანუელ ნოიერმა მსოფლიოს საუკეთესო მეკარის ტიტული სავსებით დაიმსახურა. მანუ უსაფრთხოებას განსაზღრავს, რომელიც დაცვის ხაზს სჭირდება. თითოეულმა ფეხბურთელმა იცის, რომ მის ზურგს უმაგრებს მოთამაშე, რომელსაც განუმეორებელი თვისებები გააჩნია. ნოიერი ლიბეროს ფუნქციებს ასრულებს. მანუ დასწრებაზე ძალიან კარგია. კარების ხაზზე სენსაციურ რეფლექსებს დემონსტრირებს. ახლა საკუთარი კარიერის საუკეთესო კონდიციებში იმყოფება. ვიმეორებ, რომ წელს საუკეთესო მეკარის ტიტულს სავსებით იმსახურებს".


08-12-2020