სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

სტატისტიკა, ფაქტები და ა.შ.

ბაიერნი, ლოკომოტივთან მატჩში გამარჯვების შემთხვევაში, სამივე საშინაო შეხვედრას მოიგებს. წინა გათამაშებაში რეკორდმაისტერმა ალიანც არენაზე ასევე ყველა მატჩი მოიგო. უკანასკნელი 20 საშინაო შეხვედრიდან მიუნხენელება 19 მოიგეს (ერთი ფრე).

ფლიქის მოსვლის შემდეგ ბაიერნმა ჩემპიონთა ლიგის 13 შეხვედრაში 46 ბურთი შეაგდო. არც ერთ სხვა გუნდს ამდენი ბურთი შეგდებული არ აქვს. მიუნხენელების რიგებში გოლები 12 ფეხბურთელმა მიითვალა (ავტოგოლების ჩათვლის გარეშე).

რეკორდმაისტერი ევროთასების ფარგლებში რუსული კლუბების წინააღმდეგ მხოლოდ ერთ საშინაო შეხვედრაში დამარცხდა. უეფას თასის 1995/96 წწ. გათამაშებაში მიუნხენელები ზუსტად რომ ლოკომოტივთან წააგო (0:1). ორი გასვლითი მატჩი ბაიერნმა "რკინიგზელებს" მოუგო.

მიმდინარე წლის ყველა ტურნირში რეკორდმაისტერს საშინაო შეხვედრა არ წაუგია - 17 გამარჯვება და 3 ფრე. იმ შემთხვევაში თუ ბაიერნი დარჩენილ ორ მატჩს ლოკომოტივის და ვოლფსბურგის წინააღმდეგ არ წააგებს, მაშინ მიუნხენელები 1981 წლის საკუთარ მაჩვენებელს გაიმეორებენ - წლის განმავლობაში საკუთარ სტადიონზე არც ერთი მარცხი.

ლოკომოტივს, ჩემპიონთა ლიგის ფარგლებში, უკვე 10 მატჩი არ მოუგია (3 ფრე და 7 მარცხი). ბოლოს "რკინიგზელებმა" ლევერკუზენი დაამარცხეს - 2:1 (2019 წლის სექტემბერში).


08-12-2020