სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

ლიდერმა მიულერმა დუბლი შეასრულა

პანდემიის ეპოქის დროს ცარიელი ტრიბუნების ერთადერთი უპირატესობა იმაშია, რომ ტელემაყურებლებს ფეხბურთელების შეძახილების მოსმენა შეუძლიათ. ვინც ამას აკეთებს იცის, რომ მიულერი მინდორზე გუნდის ლიდერია.

ცენტრალურ შეხვედრაში ლაიპციგის წინააღმდეგ, სადაც ბაიერნს მატჩის დასაწყისიდანვე ანგარიშის აღმოფქვრა დასჭირდა, მიულერი პირველი ფეხბურთელი იყო, რომელმაც გუნდს დანებების საშუალება არ მისცა. 90 წუთის განმავლობაში თომასი პარტნიორებს ხელმძღვანელობდა. "გუნდს ესეთი შეძახილები მოსწონს. თამაშში 100%-ით დარჩენა ჩემთვის მნიშვნელოვანია", განაცხადა შემტევმა ნახევარმცველმა.

მაგრამ მიულერი არ იქნებოდა მიულერი, რომ სიტყვები საქმით არ დაემტკიცებინა. მატჩის 30-ე წუთისთვის მან გუნდი ცოტა ხნით წინ გაიყვანა. მეორე ნახევარში ლაიპციგმა ანგარიში 3:2 გახადა, მაგრამ თომასმა ფინალური სასტვენის გაჟღერებამდე 15 წუთით ადრე სტატუს კვო აღადგინა.

მიულერის ორივე დარტყმა გოლებით დასრულდა. შესაბამისად თომასს უკვე 6 გატანილი ბურთი დაუგროვდა. წინა სეზონში, რომლის გუნდის ტრიპლეტით დასრულდა, თომასმა 8 გოლი მიითვალა.


06-12-2020