სხვა ამბები

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

  • 30-11--0001

ახალი ამბები

რეკორდმაისტერმა პირველი ადგილი შეინარჩუნა!

მატჩის სადებიუტო წუთები ლაიპციგის დიდი უპირატესობით წარიმართა. ზაბიცერმა ბურთი ხარიხას გაარტყა და შემდეგ მე-19 წუთზე სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ სტუმრები წინ გავიდნენ 0:1. გაშვებული გოლის შემდეგ ბაიერნი გააქტიურდა. პავარი შესანიშნავი დარტყმა გულაჩმა კუთხურზე მოიგერია. მარტინეზმა ტრავმა მიიღო და მის ნაცვლად მინდორზე მუსიალა გამოვიდა. ახალგაზრდა ინგლისელმა რამდენიმე წუთის შემდეგ ბურთი შეაგდო, 1:1. მუსიალამ საშუალო დისტანციიდან მეკარესგან შორეული კუთხე დალაშქრა. თითქმის ეგრევე მიულერმა ლაიპციგს მეორე ბურთი გაუტანა, 2:1. მაგრამ მიუნხენელებმა უპირატესობის შენარჩუნება ვერ მოახერხეს. მეტოქეს ანგარიში გაათანაბრა, 2:2. შესვენების დაწყებამდე მეტი გოლი არ გასულა.

მეორე ტაიმი ლაიპციგის გოლით დაიწყო. ფორსბერგმა ახლო დისტანციიდან თაური დარტყმით ნოიერის კარები აიღო, 2:3. როგორც პირველ ტაიმში, გაშვებული გოლის შემდეგ ბაიერნი ბურთს დაეუფლა, მაგრამ "ხარების" კონტრშეტევები ძალზედ სახიფათო იყო. 75-ე წუთზე მიულერმა დუბლი მიითვალა. კომანის ჩაწოდების შემდეგ, რომელმაც ამ შეხვედრაში მესამე ასისტი შეასრულა, თომასმა თაური დარტყმით ანგარიში გაათანაბრა, 3:3! ბოლო წამებამდე გუნდი დრო შეტევებს დაუთმეს, მაგრამ ანგარიში არ შეცვლილა. რეკორდმაისტერმა პირველი ადგილი შეინარჩუნა!


05-12-2020